CSR ბლოგის მიზანია აამაღლოს ცნობიერება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების კონცეფციის შესახებ;

მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ მიმართულებით მიმდინარე სიახლეებისა და მოვლენების შესახებ;
გაგიზიაროთ ექსპერტების მოსაზრებები და გამოცდილება.

კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა – არის ბიზნესის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, საკუთარ თავზე აიღოს მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მას კანონით ეკისრება, იმოქმედოს ეთიკურად, გაითვალისწინოს საზოგადოების მოლოდინები, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს თავის სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.


ვებგვერდი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

 

ბლოგის გამოწერა