კომპანიას, რომელსაც ჩამოყალიბებული CSR სტრატეგია აქვს – იზიდავს საუკეთესო  კადრებს, ზრდის მოტივაციას თანამშრომლებში და ზრდის ბრენდის რეპუტაციას.

CSR-ის მნიშნელობა დღითი დღე იზრდება, თაობა “Y”-ის (1980-1990 წლებში დაბადებული თაობა) უმეტესობა ეძებს იმ კომპანიებს, რომლებსაც სოციალური პასუხისმგებლობა განვითარებული აქვთ. Harvard Business Review-ს ანგარიშის მიხედვით ძალიან დიდი კავშირია CSR პროგრამებსა და კომპანიის ფინანსებს შორის: „CSR არის უფრო მეტი ვიდრე ხარჯი, ეს არის ინვესტიცია, რომელსაც მოაქვს კონკურენტული უპირატესობა.“

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზევრო ფონდის მონაცემებით ამერიკის კომპანიების 74% ახორციელებს CSR პროგრამას. 80% დიდი კომპანიებისა კი ყოველწლიურად ასაჯაროებს მდგრადი განვითარების ანგარიშს.

HR სპეციალისტების თვალსაზრისით, CSR პროგრამები ამაღლებს თანამშრომელთა მოტივაციას. ფორბსის თანახმად – „უფრო და უფრო მეტი აღმასრულებელი მენეჯერი აანალიზებს CSR ძალას და აღიარებს იმ გავლენას, რაც მას აქვს თანამშრომლებზე.“

როგორ უნდა ჩართონ კომპანიებმა თანამშრომლები CSR პროგრამებში?

გთავაზობთ ორ მაგალითს, რომელიც პასუხობს ზემოთ დასმულ შეკითხვას:

  • Toyota თავის თანამშრომლებს სთავაზობს 250$-იან გრანტს მათივე არჩეული საქვემოლოქმედო ორგანიზაციისთვის, იმ შემთხვევაში თუ 50 საათს დახარჯავენ სხვადასხვა მოხალისეობრივ პროგრამებში მონაწილეობაზე.
  • HP ყოველთვიურად თანამშრომლებს აძლევს 4 ანაზღაურებად საათს, რათა მონაწილეობა მიიღონ მოხალისეობრივ პროგრამებში.

გამოკითხვები ადასტურებს, რომ მათი უმეტესობა  სოციალურ და გარემო საკითხების მიმართ გულგრილი არ არის. ისინი თვლიან, რომ ამ მიმართულებით ბიზნესს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და იგი ვალდებულია იზრუნოს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაზე. სწორედ ამიტომაც დიდი კომპანიების უმეტესობის CSR პოლიტიკა ორგანიზაციის საერთო სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ გადადგმული ნაბიჯია.

ნილსენის კვლევის თანახმად, გამოკითხულ თაობა “Y -ის 73% მზად არის გადაიხადოს მეტი იმ პროდუქტში, რომელიც ეთიკურად ნაწარმოებია.

ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ნათლად ჩანს რამდენად მნიშვნელოვანია CSR პროფესიონალთა მოსაზიდად და თანამშრომლეთა მოტივაციისთვის.


წყარო:

www.achievers.com