CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

თვე: ივნისი 2018

ირაკლი კაკაბაძე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ

საინტერესო თემაზე დამაფიქრა ჩემმა მეგობარმა, როდესაც შემომთავაზა დამეწერა ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. ახლა ვზივარ ავტობუსში ლიმერიკი – დუბლინი და ვიწყებ წერას! დაახლოებით ორი საათი მაქვს.

თემა: CSR(Corporate Social Responsibility) ანუ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

რა არის ეს?! ეს არის კომპანიის კეთილი ნება და ეთიკური მოქმედება, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში თუნდაც პატარა წვლილის შეტანა. (ვენაცვალე google-ს).

განაგრძე კითხვა

ნარჩენების მართვა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

მარიამ შოთაძე გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტია და უკვე წლებია ამ მიმართულებით მუშაობს. აქვს მაგისტრის ხარისხი ბიოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. ისწავლა და იმუშავა ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოში.

მარიამი წლებია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. ამჟამად მისი ძირითადი მიმართულება ნარჩენების, წყლის რესურსებისა და ბუნებრივი რესურსების მართვაა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს პროექტის მენეჯერად ბერძნულ-გერმანულ კონსორციუმში და ახორციელებს ევროკავშირის პროექტს, რომლის მიზანია  ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვაში.

დღეს ის csrblog-ის სტუმარია და გვესაუბრება ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა: ეკოლოგიური პრობლემები მსოფლიოსა და საქართველოში, ნარჩენების მართვის მნიშვნელობა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

განაგრძე კითხვა

კომპანია Diageo-სა და Patagonia-ს სოციალური კამპანიები

ძირითადად კომპანიებს ძალიან უჭირთ იყვნენ გულწრფელები და ხმამაღლა ილაპარაკონ იმ სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენებზე, რომლებიც თან სდევს მათ საქმიანობას. როდესაც ბიზნეს კომპანიები იწყებენ აღნიშნული ზეგავლენების კომუნიკაციას, მაშინ ნამდვილად ღირს ამ საკითხით დაინტერესება.

განაგრძე კითხვა

სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირება

სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირება (Socially responsible investment/SRI), საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას კომპანიის საქმიანობის სოციალური და გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გათვალისწინებას გულისხმობს. მსოფლიოში მდგრადი განვითარებისა და ეთიკური ინვესტიციების ბევრი ინდექსი არსებობს, რომელიც ასახავს სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიების საქმიანობას.

განაგრძე კითხვა

Powered by WordPress & Theme by Anders Norén