მარიამ შოთაძე გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტია და უკვე წლებია ამ მიმართულებით მუშაობს. აქვს მაგისტრის ხარისხი ბიოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. ისწავლა და იმუშავა ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოში.

მარიამი წლებია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. ამჟამად მისი ძირითადი მიმართულება ნარჩენების, წყლის რესურსებისა და ბუნებრივი რესურსების მართვაა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს პროექტის მენეჯერად ბერძნულ-გერმანულ კონსორციუმში და ახორციელებს ევროკავშირის პროექტს, რომლის მიზანია  ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვაში.

დღეს ის csrblog-ის სტუმარია და გვესაუბრება ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა: ეკოლოგიური პრობლემები მსოფლიოსა და საქართველოში, ნარჩენების მართვის მნიშვნელობა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

განაგრძე კითხვა