რას ვაკეთებთ უკეთესი გარემოსთვის? მე,როგორც რიგითი მოქალაქე,საზოგადოების წევრი,რას ვაკეთებ საზოგადოებისთვის? მითუმეტეს რას ვაკეთებ თუ კომპანია ვარ და გაცილებით მეტი რესურსი და შესაბამისად – პასუხისმგებლობა გამაჩნია , ვიდრე ერთ რიგით მოქალაქეს? თუ მიფიქრია, რომ კომპანია თუ ვარ ე.ი. კორპორაციული მოქალაქე ვარ და შესაბამისი პასუხისმგებლობა გამაჩნია?
ჩვენი საზოგადოებისთვის საბედნიეროდ, დღეს საქართველოში უკვე მრავალი კომპანია ზრუნავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დანერგვასა და შესაბამისი ბიზნეს მოდელით ოპერირებაზე, ხოლო კომპანიებს CSR განათლებაში საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმარებიან.
დღეს ერთ კონკრეტულ ტრენინგზე მინდა გიამბოთ. 22.06.2018 წელს, CSRDG-ის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი „CSR ანგარიშგება და CSR აქტივობების კომუნიკაცია“, რომელსაც ესწრებოდა 20 კომპანიის წარმომადგენელი. ტრენინგს უძღვებოდა ელენ კოენი, რომელსაც CSR ანგარიშგების მიმართულებით კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2017 წელს ელენი დასახელდა,როგორც Trust Across America’s ტოპ 100 Thought leaders of Trustworthy Business და Lifetime Achivemet-ის ლაურეატი.
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს :
- რა არის CSR ანგარიშგება და რა სტანდარტებს მოიცავს;
- ვინ არიან კომპანიის მიმართ დაინტერესებული მხარეები;
- რა საკითხები უნდა გავაერთიანოთ ანგარიშგებაში;
- ანგარიშგების პროცესის დაგეგმვა;
- მონაცემების მოძიება;
- ანგარიშგების შედგენა;
- დიზინი, შემოწმება და პუბლიკაცია.
ტრენინგის მონაწილეებმა სავარჯიშოებიც გავაკეთეთ და ჩვენ კომპანიებში დასანერგი საკითხებიც მოვინიშნეთ. რაც მთავარია, CSR -ით გულანთებულ საზოგადოებას ახალი კომპანიების წარმომადგენლებიც შემოგვიერთდნენ, რამაც ძალიან გაგვახარა.
თუ ზოგჯერ გვიმსჯელია უნდა გააკეთოს თუ არა ბიზნესმა CSR-ის შესახებ ღია კომუნიკაცია, ახლა ყველა შევთანხმდით რომ უნდა გააკეთოს, მაგრამ საკითხავია როგორ, რა მეთოდით და რა პრინციპებით?
ამ ტრენინგის შედეგად შემდეგი დასკვნები გავაკეთე :
- GRI – სტანდარტებით ანგარიშგება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო.CSR ანგარიშგების სხვა ალტერნატივებიც არსებობს. საწყის ეტაპზე კომპანიას შეუძლია შედარებით მარტივად გააკეთოს ანგარიშგება;
- დიდი კომპანიები, რომლებიც უკვე ბევრი წელია CSR აქტივობებს ახორციელებენ და განსაზღვრული ფორმით ანგარიშგებასაც გამოსცემენ, 1-2 წელიწადში აპირებენ GRI-სტანდარტებზე გადასვლას,რაც საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია;
- GRI – თვითონ ანგარიშგების გაკეთება არც ისე რთულია, გაცილებით რთული – ინდიკატორების დათვლაა, რაშიც კომპანიების უმრავლესობას გამოცდილება არ გაგვაჩნია. მეორეს მხრივ,შეუძლებელი არაფერია,მითუმეტეს როცა CSRDG გვერდში გვიდგას;
- ისეთი პატარა კომპანიაც კი როგორიც ჩემია (ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Profit lab), წლის ბოლოს შევძლებთ მცირე , მაგრამ კრეატიული ანგარიშგების გამოქვეყნებას;
- ელენმა გვირჩია ანგარიშგება დავწეროთ რაც შეიძლება მარტივად და ყველასთვის გასაგებად,გამოვიყენოთ იკონოგრაფიკები, რეალურ ადამიანებს მოვაყოლინოთ ისტორიები,შევურჩიოთ მრავლისმეტყველი სათაური და გავხადოთ უნიკალური და დასამახსოვრებელი;
- და რაც მთავარია, ანგარიშგების შედგენამდე კარგად გავერკვეთ რა არის CSR. ამაში კი CSRDG დაგვეხმარება. გამოვიწეროთ ბლოგები http://www.csrblog.ge
რომ შევაჯამო, მთავარია გინდოდეს და გჯეროდეს , რომ CSR კეთებით კარგ საქმეს აკეთებ და მნიშვნელობა არ აქვს პატარა კომპანია ხარ თუ დიდი.
მარიკა მჭედლიძე
1 Pingback