2013 წელს ფილიპინებში ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხალის დროს 3.9 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ფილიპინებში, სადაც პეპსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარხანაა და უამრავი პლასტმასის ბოთლი გროვდება ყოველწლიურად, ამ კატასტროფის შემდეგ ადგილობრივებთან ერთად პეპსიმ ახალ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი და გაჩნდა გენიალური იდეა. კერძოდ, მზის ენერგიის გამოყენების და ელექტროენერგიის ჩანაცვლების მიზნით, პეპსის პლასტმასის ბოთლებში ჩამოისხა მათეთრებელი სითხეები, მასზე დამაგრდა მზის პანელები და ნათურები, ამ სახით დამზადებული სანათები ჩამაგრდა სახურავებში. ამ ინოვაციურმა მიდგომამ, კატასტროფის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას 10 საათის განმავლობაში სახლების განათების საშუალება მისცა.

მართალია ეს იდეა დაიბადა ფილიპინებში, მაგრამ დღემდე პეპსი ჩართულია ამ პროექტში, კომპანია ხელს უწყობს იდეის პოპულარიზაციას და ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურად ეხმარება ფონდების მოძიებაში.

ზეგავლენა:

პროექტ Liter of Light-ის ფარგლებში,  2015 წლისთვის 190,000-ზე მეტი ასეთი ხელსაწყო დამონტაჟდა და 1 მილიონი დოლარი შეგროვდა.

 

ნახეთ ვიდეო:

 

წყარო:

http://www.pepsico.com