CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

თვე: სექტემბერი 2018

CSR ანგარიშგება და კერძო სექტორი

დღევანდელი ჩვენი ბლოგის სტუმარია ელენ კოენი.  ელენს ბიზნესის მდგრადი განვითარების მართვისა და კონსულტაციის კუთხით 30 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 8 წელი იყო ევროპის Procter and Gamble-ს მოწოდების ჯაჭვის აღმასრულებელი მენეჯერი, და 7 წელი ადამიანური რესურსებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ვიცე პრეზიდენტი Unilever-ში. 2005 წლის შემდეგ ელენი სტრატეგიულ კონსულტაციას უწევს და ატარებს ტრენინგებს CSR ანგარიშგების შესახებ. Trust Across America-მ ელენი სანდო ბიზნესების ინტელექტუალური ლიდერების ასეულში დაასახელა და მიანიჭა ცხოვრებისუელი მიღწევებისთვის საპატიო ჯილდო.

განაგრძე კითხვა

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით წელს პირველად ჩატარდება “საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018”, რომელიც კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საუკეთესო პროექტებისა თუ ინიციატივებისათვის დააჯილდოებს.

განაგრძე კითხვა

სწრაფად დასაგემოვნებელი ახალი ხილი

არაჩვეულებრივი კამპანია წამოვიწყეთ – „ახალი ხილი“. ჩვენობით იმიტომ ვსაუბრობ, რომ ყველა ჩემიანია ვინც კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, დარგის პოპულარიზაციაზე, ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვაზე ზრუნავს, თორემ კამპანიასთან საერთო მხოლოდ ის მაქვს რომ პერიოდულად დავწერ ხოლმე ბლოგს აღნიშნულ თემაზე.

ჩვენ, ხშირად ვუფრთხით სიახლეებს, გვეშინია, ძველი გვირჩევნია, რადგან ძველი უკვე გამოცდილია და შედეგებიც მოუტანია. სიახლეს კი ბევრი რისკი აქვს და არავინ იცის რას მოგვიტანს საბოლოო ჯამში.

არადა, თაობები მოდიან და მათ სწორედ რომ სიახლეები სჭირდებათ. ისინი სხვანაირად ფიქრობენ და თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე მომხარებელი კორპორაციებსაც „აიძულებს“ სიახლეები დანერგონ და სარგებელი მოუტანონ გარემოს.

განაგრძე კითხვა

Powered by WordPress & Theme by Anders Norén