CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

მწვანე ინიციატივა – საბურავების გადამამუშავებელი კომპანია “თი ერ სი”

კომპანია “თი-ერ-სი” შეიქმნა 2017 წელს, ნარჩენების შემცირებისა და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით.

უწესრიგოდ გადაყრილი საბურავები დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას. “თი-ერ-სის” საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ საქართველოში ნარჩენების სახით ყოველწლიურად 7 მილიონი კილოგრამი საბურავი გროვდება, რომლის 95% იყრება გარემოში, რადგან საბურავების ნაგავსაყრელზე მიტანა აკრძალულია, გადამამუშავებელი საწარმო კი არ არსებობს.


ასე გაჩნდა საბურავების გადასამუშავებელი კომპანიის შექმნის იდეა, რომელიც დააფინანსა “სტარტაპ საქართველომ”. მას შემდეგ კომპანიამ გადაამუშავა 900 ტონა საბურავის ნარჩენი, რომლისგანაც 500 ტონა კაუჩუკის გრანულა დამზადდა;

კომპანია ემსახურება დიდ და მცირე ორგანიზაციებს, აკითხავს მათ ადგილზე და საკუთარი ხარჯით გააქვს ნარჩენი საბურავები.
პროექტს რამდენიმე ტიპის სარგებელი მოაქვს: გარემოსდაცვითი თვალსაზრისით _ კომპანია ყოველწლიურად შეძლებს 1000-12000 ტონა ნარჩენის შეგროვება-გადამუშავებას;

ეკონომიკური თვალსაზრისით _ ამ რაოდენობის ნარჩენებიდან შესაძლებელია 600-800 ტონა კაუჩუკის გრანულის წარმოება, რაც ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქტს.

“მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების” მიხედვით, რომელიც 2019 წლიდან უკვე შევიდა ძალაში, საბურავები უნდა განთავსდეს გადამამუშავებელ ქარხანაში, შესაბამისად აღნიშნული საწარმოს შექმნამ ბევრ კომპანიას მოუხსნა ნარჩენების მართვის პრობლემა.

კომპანია “თი-ერ-სი” პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურსის “Meliora 2018” , მწვანე ინიციატივის კატეგორიაშია გამარჯვებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ვიდეო:

 

 


ელენე ჩხეიძე

 

Please follow and like us:

Previous

Next

ნიკო ნერგაძე: “მიყვარს, როცა თანამშრომლებზე ზრუნავენ”

1 Comment

  1. ნინო

    ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებთ. მინდა წარმატება და უფრო მეტად გაფართოება გისურვოთ!
    მემგონი კარგი იქნება რომ საბურავების ჩაბარების პუნქტი გახსნათ და ჩაიბაროთ, მატერიალური დაინტერესების შედეგად ნაკლებად მოხდება ბუნების დაბინძურება.
    უფრო მეტი რეკლამაა საჭირო და ამ რესურსის გამოყენება კომპანიების მხრიდან, ქვეყნის შიგნით პირველ რიგში.
    უღრმესი მადლობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn