“ჯიპიაი ჰოლდინგი” ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო და დროული CSR პროექტებით. რათქმაუნდა COVID 19-თან ბრძოლაშიც აქტიურად ჩაერთო და ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად მადლობის ფონდი შექმნა. ფონდში ჩარიცხული 100 000 ლარით კი თითოეულ მათგანს ანაზღაურებას გაუორმაგებს.

ამასთანავე, ჯიპიაი ჰოლდინგი ყველა თანამშრომელს მოუწოდებს, რომ შეძლებისდაგვარად თვითონაც გადარიცხონ თანხა ფონდში, რაც ექიმების ანაზღაურებას კიდევ უფრო გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ოფიციალური შეზღუდვების დაწესებამდე, კომპანია მთლიანად გადავიდა დისტანციურ მომსახურებაზე და ყველა თანამშრომელი, უწყვეტად სახლიდან მუშაობს განაგრძობს, მომხმარებლებს კი შეუფერხებლად შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი მომსახურება.

ჯანმრთელობას გისურვებთ !


ელენე ჩხეიძე

Please follow and like us: