სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანიამ „ნოვა“ პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარი გამოყო.

კომპანია უერთდება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას და ქ. ბათუმის რესპუბლიკურ  კლინიკურ საავადმყოფოს 50 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურას შეუძენს.

ასევე კომპანიამ გადაწყვიტა ეთანამშრომლოს თბილისის კათარზისს, რომელიც დღეში 340 ხანდაზმულს უზრუნველყოფს საკვები პროდუქტებით და 10 000 ლარი ჩაურიცხოს. დანარჩენი 5000 ლარი კი „ბერი ანდრიას ფონდს“ გადაერიცხება. ფონდი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უანგაროდ ეხმარება.

როგორც ნოვას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად აბულაძემ განაცხადა, ნოვა აცნობიერებს პასუხისმგებლობას ქვეყნის, მისი მოსახლეობის და იმ ფონდების წინაშე, რომლებიც მუდმივად გრძნობენ მხარდაჭერას ნოვას მხრიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანადგომა ისეთი მძიმე სიტუაციის დროს, როგორშიც დღეს აღმოვჩნდით. მზად ვართ ვიბრძოლოთ პანდემიის წინააღმდეგ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით და რაც მთავარია ვიზრუნოთ ნოვას თანამშრომლებზე, რომელთა რაოდენობა 480-ს შეადგენს. ჩვენთვის ასევე დიდი გამოწვევაა შევინარჩუნოთ გუნდის თითოეული წევრი.


ელენე ჩხეიძე

Please follow and like us: