ახალი წელი თავგადასავლების, დაუვიწყარი მომენტების თუ მოგონებების შექმნის ახალი შესაძლებლობაა. სწორედ ეს არის Europcar-ის, როგორც საერთაშორისო ბრენდის მთავარი მიზანიც, რომ თავის მომხმარებელთან ერთად უამრავი ქვეყანა შემოიაროს და ამ მოგზაურობის დაუვიწყარი აღმოჩენები ახალი წლის კალენდარზე მონიშნოს.
Europcar Georgia-ს 2022 წლის კამპანია „გააცოცხლე შენი კუთხის ტრადიცია“ ბრენდის მთავარ იდეას ეხმიანება, თუმცა უფრო კონკრეტული ჩანაფიქრით, – რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს საქართველო და თითოეული კუთხის ისტორია.
Europcar Georgia-სთვის, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის განვითარება. კამპანიაც ამ მიზნით დაიგეგმა – საქართველოს მეტი პოპულარიზაცია არა მხოლოდ უცხოელი ვიზიტორებისათვის, არამედ ადგილობრივი ტურისტებისთვის ქვეყნის შიგნით. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, თითქოს პანდემია არ არსებობს და მოგზაურობაში ხელს არაფერი გვიშლის, განა ახალი აღმოჩენები საკუთარი ქვეყნით არ უნდა დავიწყოთ?! – მით უფრო რომ სანახავი მართლაც ძალიან ბევრია. ზუსტად ამის გათვალისწინებით კომპანიამ მომხმარებლისთვის განსაკუთრებული საჩუქარი შეარჩია, – შეიქმნა პერსონიფიცირებული პოსტერები, რომელზეც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები გააცოცხლეს.
,,კომპანია „მორიარტისთან“ კოლაბორაციით გაჩნდა „ხმის ვიზუალური პოსტერი“ , რომელიც ზუსტად იმეორებს სიმღერის სიხშირეს. სპეციალურად „შენი“ კუთხისთვის შერჩეული სიმღერის მოსასმენად პოსტერს მოყვება QR კოდი, რომლის დასკანერების შემდეგ გადადიხარ Europcar-ის მიერ შექმნილ ვიდეო რგოლზე, რომელშიც პატარა ბავშვი, რომელიც მომავლის სიმბოლოა, აცოცხლებს ქართულ პოლიფონიას, ბუნებას და ისტორიული ძეგლების კადრებს. რაც შეეხება სიმღერებს და შემსრულებელ ანსამბლს, ერთი მხრივ გვინდოდა შეგვერჩია თითოეული კუთხისთვის ავთენტური მუსიკა და მეორე მხრივ, გვსურდა გაგვეცოცხლებინა ამ სიმღერების შესრულების პირვანდელი სტილი. არჩევანი შევაჩერეთ ანსამბლ „დიდგორზე“, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით იმეორებს ჩვენი წინაპრების შესრულების თავისებურებას, თითქოს მივიწყებულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს და ჩვენი კამპანიის იდეასაც ზუსტად ეხმიანება. ამ კამპანიის ფარგლებში 10-მდე ვიდეო კლიპი წარმოვადგინეთ, თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი მუსიკით და გამორჩეული კადრებით“, – სოფო კაკუშაძე, Europcar Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერი.
ვიდეოზე სარეკლამო კომპანიამ „BetterflyDDB ჯორჯიამ“ იმუშავა.
Europcar Georgia ავტო გაქირავების კომპანიაა, რომელიც 2020 წლის 1 ივნისიდან Europcar International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნეს პროფილს წარმოადგენს ავტომობილების დღიური გაქირავება, სატრანსპორტო მომსახურება, ავტომობილების გრძელვადიანი იჯარა (საოპერაციო ლიზინგი), ავტოპარკის სრული მენეჯმენტი და სხვა.
წყარო: www.marketer.ge
1/14/2022
კომენტარის დატოვება