გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აიღო აღნიშნული მიზნების მიღწევაზე.
გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და KPMG -ის თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა SDG Industry Matrix, რომელიც კერძო კომპანიებს ანახებს გზებს და მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება თითოეული მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა.
აღნიშნული გაიდლაინი შემუშავდა შემდეგი მიმართულებებისთვის:
– ფინანსური სერვისები
– საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი
– ჯანდაცვა
– მრეწველობა
– ტრანსპორტი
– ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები
– გარემოს დაცვა
ამ ბლოგში განვიხილავთ თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანს, გენდერულ თანასწორობას.
მიზანი 5 – გენდერული თანასწორობა
ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
- მცირე და საშუალო მეწარმე ქალების ტრენინგი და გადამზადება; მათი ჩართულობა მოწოდების ჯაჭვებში. მნიშვნელოვანია ბიზნესმა შექმნას ისეთი გარემო სადაც გათვალისწინებული იქნება გენდერული საკითხები, აღმოიფხვრება სექსუალური შევიწროება და სქესის გამო დისკრიმინაცია. კომპანიებმა უნდა გაზარდონ ქალების პროცენტული მაჩვენებელი დირექტორთა საბჭოში და ხელი მოაწერონ ქალთა გაძლიერების პრინციპებს.
მაგალითები
ქვინსლენდის უნივერსიტეტში, ავსტრალიაში, „რიო ტინტომ „ (Rio Tinto) და სამთო მრეწველობის სოციალური პასუხისმგებლობის ცენტრმა შეიმუშავეს პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც ბიზნესს სთავაზობს კონკრეტულ შეთავაზებებს თუ რა უნდა გააკეთოს მან, რომ მისმა ქმედებებმა სარგებელი მოუტანოს კომპანიას და საზოგადოებას. სახელმძღვანელო გვთავაზობს ბიზნესში გენდერის საფუძვლიან ინტეგრირებას და შესაბამის საერთაშორისო პროტოკოლებს. მკაფიო განმარტებები, რომლებიც მენეჯერული სისტემების მიდგომს ითვალისწინებს, ქეის სთადის შესწავლასთან ერთად გვთავაზობს კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს.
– „იბერდოლა“ (IBERDROLA) სერტიფიცირებულია, როგორც ოჯახების მიმართ პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რადგან იგი მხარს უჭერს დედობას და ამასთან დაკავშირებით თანაბარ შესაძლებლობებს სამუშაო ადგილზე. კომპანია უზრუნველყოფს შესანიშნავ საოჯახო შვებულების პროგრამებს, თანამშრომელთა გასვლის და ხელახლა შემოსვლის შესაძლებლობებს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, პროფესიულ ტრენინგებს და სიღრმისეულ კვლევას ქალი თანამშრომლების დაქირავების, დაწინაურების და კომპენსაციის კონტროლის მიზნით. მისი თანაბარი შესაძლებლობებისა და შეთანხმების პოლიტიკა მოიცავს სამუშაო საათების მოქნილ შემცირებას დღეში 5 საათამდე, სანამ ბავშვი 1 წლის ასაკს მიაღწევს (ფიქსირებულ ხელფასებზე უარყოფითი გავლენის მოხდენის გარეშე), სრულფასოვან გადასახადს დეკრეტულ / მამობრივი შვებულების დროს და გაზრდილ შვებულებას 4 წლამდე ბავშვების და მეორე ხარისხის ნათესაური კავშირის მქონე ნათესავების მოვლისთვის. პროფესიულ ტრენინგზე წვდომა ამ პერიოდებშიც უზრუნვეყოფილია.
საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
- მცირე და საშუალო მეწარმე ქალების ტრენინგი და გადამზადება; მათი ჩართულობა მოწოდების ქსელებში. კომპანიებმა უნდა ითანამშრომლონ ფინანსურ ინსტიტუტებთან და დაეხმარონ ქალებს ფინანსებზე წვდომაში; ითანამშრომლეთ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და გააძლიერეთ ქალები; გააძლიერეთ მენტორშიფის პროფრამები, რომლებიც მხარს დაუჭერს ქალების გაძლიერებას; შეუწყვეთ ხელი ქალებს, რომ ქონდეთ ტექნოლოგიებზე წვდომა, ისწავლონ მათი გამოყენება და გახადონ თავის შრომა ეფექტური; კომპანიებმა უნდა გაზარდონ ქალების პროცენტული მაჩვენებელი დირექტორთა საბჭოში და ხელი მოაწერონ ქალთა გაძლიერების პრინციპებს.
მაგალითები
– 2010 წელს „კოკა–კოლას კომპანიამ“ (Coca-Cola Company) გამოაცხადა 5by20- ის ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, 2020 წლისთვის კომპანიის გლობალური ღირებულების ქსელში ხუთი მილიონი მეწარმე ქალი უნდა გაძლიერებულიყო. კოკა-კოლა ამას უზრუნვეყოფს პარტნიორებთან თანამშრომლობით, ბიზნეს უნარების ტრენინგის შემუშავებითა და დაფინანსებაზე წვდომისა და სწავლების შესაძლებლობების გაფართოებით.
– „უნილივერ ბანგლადეში“ (Unilever Bangladesh) და ადგილობრივი კომპანიები „ბატა“ (BATA) და „სქუერი“ (Square) თანამშრომლობენ JITA ბანგლადეშთან „Aparajita“-ს პროექტთან დაკავშირებით, ქალების ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერების მიზნით. აპარაჯითები სოფლელი ქალები არიან, რომლებიც ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და კვების პროდუქტების კალათებს კარდაკარ ყიდიან. პროექტი ქალებს უზრუნვეყოფს ტრენინგებით, რაც მოიცავს შემდეგ თემებს: ქალებთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ოჯახის შემოსავლის გაზრდასა და ოჯახში ხმის უფლების გაძლიერებას, ასევე საზოგადოებაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ტრანსპორტი
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
- კომპანიები კარგს იზავენ თუ ჩაერთვებიან პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც მიმართული იქნება ტრეფიკინგის და სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ. კომპანიები უნდა შეეცადნონ მოიზიდონ მეტი ქალი სექტორში და დააინტერესონ ისინი ამ სფეროთი. კომპანიებმა უნდა გაზარდონ ქალების პროცენტული მაჩვენებელი დირექტორთა საბჭოში და ხელი მოაწერონ ქალთა გაძლიერების პრინციპებს.
– „ლუფთანსა“ (Lufthansa), გერმანიის ავიაკომპანია, წლებია უკვე მუშაობს სექტორში ქალი მფრინავების წარმომადგენლობის გაზრდაზე. ჰამბურგის ავიაციასთან პარტნიორობით, კომპანია აწყობს ინფორმაციულ ღონისძიებათა სერიას, ქალები ავიაციაში. „ლუფთანსა“ ასევე გვთავაზობს საოჯახო პოლიტიკას, როგორიცაა ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, რათა შენარჩუნდეს პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის იდეალური ბალანსი.
– „ტრანსნეტმა“ (Transnet), სამხრეთ აფრიკის მთავარმა სატრანსპორტო კომპანიამ, გლობალური ავტომობილების მწარმოებელ კომპანიასთან ერთად, ინჟინერიის სექტორში მეწარმე ქალთა გაძლიერების მიზნით, წამოიწყო საწარმოს განვითარების პროგრამა. პროგრამა ზრდის ქალთა საინჟინრო უნარ-ჩვევებს, რათა მათ შეძლონ შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, აღჭურვილობის შესყიდვა, სანტექნიკა და მონტაჟი ტრანსნეტისა და სხვა კომპანიებისთვის.
ჯანდაცვა
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
- კომპანიებმა ხელი შეუწყონ ორსულ და მშობიარე ქალებს, მიაწოდონ მათ ინფორმაცია, გაუზიარონ ცოდნა და მხარე დაუჭირონ მათ სამუშაო ადგილებზე. ითანამშრომლონ სადაზღვევო კომპანიებთან და ხელმისაწვდომი გახადონ დაზღვევის პაკეტები. კომპანიებმა უნდა გაზარდონ ქალების პროცენტული მაჩვენებელი დირექტორთა საბჭოში და ხელი მოაწერონ ქალთა გაძლიერების პრინციპებს.
მაგალითი
– „ჯონსონი და ჯონსონი“ (Johnson & Johnson) ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია ინდივიდუალური და საზოგადოების მიერ ჯანდაცვის ძირითადი ინფორმაციის ცოდნის გაზრდაზე. ამის მაგალითია Mitra-ა, მობილური აპლიკაცია, რომელიც შექმნილია „მობილური ალიანსი დედებისთვის“ (Mobile Alliance for Motherhood) , USAID, UN Foundation, BabyCenter, Johnson & Johnson და ARMMAN-სთან თანამშრომლობით. პროგრამა ორსულ ქალებთან და მშობიარე ქალებთან კვირაში ორჯერ აგზავნის პროფილაქტიკურ, გამაფრთხილებელ ხმოვან შეტყობინებებს. შეტყობინებები პირდაპირ მათ მიერ არჩეულ ენაზე მობილური ტელეფონებით გადაეცემათ სასურველი ვადის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება ორსულობის ან ბავშვის განვითარების ეტაპს. პროგრამა გეგმავს მიაღწიოს ინდოეთის მასშტაბით ერთ მილიონ ახალ და მომავალ დედას, დაბალშემოსავლიან ურბანულ თემებში ჯანმრთელობის პოზიტიური ქცევის პოპულარიზაციის მიზნით. ეს პროგრამა ეხმარება კომპანიას, მიაღწიოს კორპორაციულ მიზანს და დაამყაროს მნიშვნელოვანი ურთიერთობები ახალ მომხმარებლებთან.
ფინანსური სერვისები
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
- ახალი საფინანსო პროდუქტების – მაგ. სადეპოზიტო, საკრედიტო და სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალ მეწარმეებს, განსაკუთრებით მცირე კომპანიებიდან, დაიწყონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი; ფეხმძიმობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზღვევის განვითარება; კომპანიის ზედა მენეჯმენტში (დირექტორთა საბჭოში) ქალების მონაწილეობის გაზრდა; ასევე გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვა კომპანიებში.
მაგალითი
– 2008 წელს, „გოლდმან საქსის“ ჯგუფმა (Goldman Sachs Group) წამოიწყო „10,000 ქალი“-ს პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, უპირველეს ყოვლისა, განვითარებადი ქვეყნებიდან ქალებისთვის ბიზნესის და მენეჯმენტის სწავლების უზრუნვეყოფას ქალთა განვითარების ორგანიზაციებთან პარტნიორობის გზით. კურსები მოიცავს მარკეტინგს, ბუღალტერიასა და სტრატეგიულ დაგეგმვას. კომპანია ქალთა დასახმარებლად თანამშრომლობდა 14 ქვეყანასთან. 2014 წლის პროგრამის დასკვნაში ნათქვამია, რომ დამთავრებიდან 18 თვის განმავლობაში მონაწილეთა 69% -მა გაზარდა მათი შემოსავალი, 58% -მა შეძლო ახალი სამუშაო ადგილების შექმნა საკუთარ საწარმოში, ხოლო 90% მონაწილეობდა სხვა ქალების სწავლებაში.
მრეწველობა
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
- დასაქმების პოლიტიკის გადახედვა და ქალებზე მორგებული სამუშაო გრაფიკების შემუშავება. ამასთანავე ქალი მეწარმეების ჩართვა მოწოდების ქსელებში; განვითარება; კომპანიის ზედა მენეჯმენტში (დირექტორთა საბჭოში) ქალების მონაწილეობის გაზრდა.
მაგალითები:
– „ქსეროქსმა“ (Xerox ) წარმოადგინა კომპანიის პირველი აღმასრულებელი დირექტორის, ჯოზეფ ვილსონის სახელობის “ვილსონის წესი”, რომელიც მოითხოვს ქალებისა და უმცირესობების ჩართვას აშშ-ს მენეჯერის ყველა ღია პოზიციაზე და ფინალისტებს შორის შეერთებული შტატების გარეთ. კომპანია იმედოვნებს, რომ ეს წესი ხელს შეუწყობს წარმომადგენლობის დივერსიფიცირების მიღწევას მენეჯმენტის ყველა დონეზე.
– „ტატა სტილ“-მა (Tata Stee) შექმნა “ქალთა გაძლიერების ჯგუფი”, რომელიც შედგება კომპანიის თანამშრომლებისა და პროფკავშირის წევრებისგან. ჯგუფის მიზანია, რომ მათ კომპანიაში უზრუნველყონ ქალთა პრობლემების თვალყურისდევნება და საჭიროების საფუძველზე ტრენინგის ჩატარება ქალი თანამშრომლებისთვის. კომპანიამ ასევე შექმნა საჩივრების კომიტეტი, რომელიც განიხილავს სექსუალური შევიწროების საჩივრებს და უზრუნველყოფს საჩივრების განხილვის მექანიზმებს.
წყარო: SDG Industry Matrix
3/6/2021
კომენტარის დატოვება