ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული წარმოება Lacoaj-ი, კომპანიის ვებგვერდით გაყიდული პროდუქციით მიღებულ თანხას სრულად უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდამჭერ ფონდში გადარიცხავს.
როგორც კომპანიის მიერ Facebook-ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეისთვის გაყიდვაშია 465 პროდუქტი, რომლის ღირებულება 26 635 ლარია. “ლაკოაჟში” აცხადებენ, რომ არასდროს ყოფილა ერთობა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღესაა.
“დღეს უკრაინაში წყდება, არა მარტო უკრაინელების ბედი, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს. მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანი ვიდგეთ ისტორიის სწორ მხარეს.
“ლაკოაჟი” ყოველთვის ერთობისა და მშვიდობის მხარეს იყო. ჩვენთვის სამაგალითოა უკრაინელი ხალხის ძალა და სიმამაცე.
Lacoaj-ში აზუსტებენ, რომ სურვილის შემთხვევაში, გადახდის გვერდზე დამატებით დონაციის ფუნქციის გამოყენებაცაა შესაძლებელი (TIP For UKRAINE).
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“, – აცხადებენ კომპანიაში.
წყარო: www.bm.ge
5/04/2022
კომენტარის დატოვება