2021 წლის 19 მაისს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ სირცეში გაიმართა. წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდა კომპანიები იმ პროექტებისა თუ იცინიატივებისთვის დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს. Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.

“ჰირო” დასაქმების მაძიებელთა ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ეფექტურად აკავშირებს ერთმანეთთად დასაქმების მაძიებელსა და დამსაქმებლებს. პანდემიის დროს კომპანიამ განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო კოვიდი 19-ის მიერ ბაზარზე შექმნილი რთული მდგომაროების დროს, როგორც კომპანიების, ასევე სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანიების მხარდაჭერა.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 – განაცხადების მიღებას იწყებს!
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.

პანდემიასთან თანაცხოვრებასთან ერთად, დასაქმებულთა ნაწილი სახლიდან მუშაობას აგრძელებს. ისინი კი, ვისაც შვილები ჰყავთ, ცდილობენ ბავშვები საინტერესო აქტივობებში ჩართონ. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა, საბავშვო ბაღ “ფელიქსთან” ერთად, ონლაინ ბაღი შექმნა, რომელიც კორპორატიულ საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace-ზე გახადა ხელმისაწვდომი.