CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

ჭდე: “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა” (Page 8 of 11)

პროექტი “მაკულიტერატურა” – ნარჩენების მართვა

გარემოს დაცვის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მაკულატურის გადამუშავებას. მაგალითად, ერთი ტონა ქაღალდისგან მზადდება 21,000 სასკოლო რვეული, რომელიც გამოყენების შემდეგ იყრება. ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავებით შეიძლება 17 ხის გადარჩენა, იზოგება 26 მ3 წყალი და 2,3 მ2 მიწა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

შვიდი საინტერესო CSR ინიციატივა

როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში წლიდან წლამდე CSR უფრო და უფრო პოპულარული თემა ხდება. ძალიან ბევრი კომპანია იღებს თავის თავზე უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას და ცდილობენ, წვლილი შეიტანონ სამყაროს მდგრად განვითარებაში.

დღევანდელ ბლოგში მოკლედ მინდა მოგიყვეთ იმ შვიდი CSR პროექტის შესახებ, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიები ახორციელებენ.

თითოეული მათგანი უნიკალური და საინტერესოა.

ჩემი დღევანდელი ბლოგის მიზანია, გაგიჩინოთ მეტი ინსპირაცია და დაგაფიქროთ ჩვენს გარეშემო არსებულ პრობელემებზე და მათი კრეატიულად მოგვარების გზებზე.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია – ინტერვიუ ელენე გოქსაძესთან

2015 წელს  გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და დღემდე გადის აღნიშნულ გზას.

დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზანზე, რომელიც ხელმისაწვდომ, საიმედო, სტაბილურ და თანამედროვე ენერგიის  საყოველთაო ხელმისაწვდომობას ეხება. სწორედ ამ საკითხზე დღევანდელი CSR ბლოგის სტუმარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ქ. ელენე გოქსაძე.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

სექტორთა პარტნიორობა – მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების პროგრამა

კომპანიამ Retail Group Georgia 2018 წლის აპრილში დაიწყო ახალი პროექტი „საზოგადოების განვითარება – მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების პროგრამა“.
პროგრამის  მისი მიზანია მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს მისცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

მწვანე ინიციატივა: ბიოდიზელი სუფთა გარემოსთვის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა და დისტრიბუტორმა საქართველოში, კომპანია “ფრეგომ”, 2018 წლის ივლისში დაწყებული “ბიოდიზელის” პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოსა და რეგიონში დანერგა განახლებად ბიორესურსებზე დამყარებული საწვავის _ ბიოდიზელის წარმოება, რომელიც, ნავთობდიზელისგან განსხვავებით, არ აბინძურებს ატმოსფეროს და მსოფლიოში ყველაზე სუფთა და ეკომეგობრულ საწვავად არის მიჩნეული.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ნიკო ნერგაძე: “მიყვარს, როცა თანამშრომლებზე ზრუნავენ”

მიყვარს, როცა თანამშრომლებზე ზრუნავენ.

რაც წამიკითხავს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბევრ სხვადასხვა რამეში შეიძლება რომ გამოვლინდეს. თემის განვითარების ხელშეწყობაც მაგარია და გარემოზე ზრუნვაც, მაგრამ ყველაზე უფრო ის მაგალითები მომეწონა, როდესაც კომპანია აუცილებელზე ბევრად მეტს აკეთებს საკუთარი თანამშრომლების მხარდასაჭერად.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

მწვანე ინიციატივა – საბურავების გადამამუშავებელი კომპანია “თი ერ სი”

კომპანია “თი-ერ-სი” შეიქმნა 2017 წელს, ნარჩენების შემცირებისა და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით.

უწესრიგოდ გადაყრილი საბურავები დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას. “თი-ერ-სის” საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ საქართველოში ნარჩენების სახით ყოველწლიურად 7 მილიონი კილოგრამი საბურავი გროვდება, რომლის 95% იყრება გარემოში, რადგან საბურავების ნაგავსაყრელზე მიტანა აკრძალულია, გადამამუშავებელი საწარმო კი არ არსებობს.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ჩინეთში

ალბათ გაგიკვირდებათ რატომ ავირჩიე CSR – თან დაკავშირებით მაინცდამაინც ჩინეთი. საქმე იმაშია, რომ ოქტომბერში ჩინეთში ვიმოგზაურე და დღემდე შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვიდვარ. დიდებული ქვეყანაა,თავისი კულტურით და ტრადიციებით, თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური მიღწევებით და კიდევ უფრო დიდი მწვერვალებისკენ დაუოკებელი სწრაფვით. ვინაიდან ცოტა გრძელვადიანი მოგზაურობა იყო,რა თქმა უნდა, ლეპტოპი  წავიღე იმ იმედით რომ თან ვიმუშავებდი. ვიცოდი ინტერნეტზე გარკვეული შეზღუდვების შესახებ, მაგრამ ვიფიქრე,რომ მაინც მოვახერხებდი.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ემოციური ისტორიების როლი ადამიანების ქცევის ცვლილებაზე

ახალი ამბის მოყოლა, ისე რომ საზოგადოებაში ამან დიდი ემოცია გამოიწვიოს, რა თქმა უნდა ძლიერი PR ინსტრუმენტია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში როდესაც ეს ადამიანთა ისტორიებს ეხება. ნამდვილად რთული პროცესია სწორი ისტორიის შერჩევა და შემდეგ საზოგადოებისთვის სწორი აქცენტებით წარდგენა, თუმცა, დამერწმუნეთ, რომ „წვალებად“ ნამდვილად ღირს.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

რა როლი აქვთ და რა შეიძლება გააკეთონ ბიზნეს კომპანიებმა გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების კუთხით ?

ხშირად ისმის კითხვა „რა როლი აქვთ და რა შეიძლება გააკეთონ ბიზნეს კომპანიებმა გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების კუთხით ?

მინდა გაგაცნოთ ერთი ძალიან საინტერესო კვლევის შედეგები, რომელიც ფრანგმა მეცნიერებმა ჩაატარეს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.

მანამდე კი გეტყვით, რომ 2015 წლის დეკემბერში, პარიზში 195 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა გლობალური დათბობის წინააღმდეგ მოქმედების პრინციპებსა და მიზნებზე. შემუშავდა და ხელი მოეწერა გრძელვადიან გეგმას, რომლის მიზანია გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა. ამ ინიციატივას 2016 წლის 22 აპრილს საქართველოც შეუერთდა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Page 8 of 11

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn