CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

ჭდე: “მცირე ბიზნესის მხარდაჭერა”

Quick-ის ახალი პლატფორმა სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად

Quickstart-ი ციფრული სააგენტო Quick“-ის ახალი პლატფორმაა, რომელიც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანი სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის უსასყიდლოდ მიწოდება და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმაში ხელშეწყობაა.პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჯგუფი Quickstart – სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, სადაც დაინტერესებული პირები Quick-ის სპეციალისტებისგან მიიღებენ ინფორმაციულ მხარდაჭერას, შეძლებენ მოითხოვონ პირადი კონსულტაცია და სურვილის შემთხვევაში, სამთვიანი, ინდივიდუალური, კომპანიის საჭიროებებზე მორგებული კონტენტ და სარეკლამო სტრატეგია შექმნან.

ბენეფიციარებთან კომუნიკაცია სხვადასხვა გზებით: პირდაპირი ვიდეო ზარებით, შეხვედრებითა და ჯგუფური კონსულტაციებით მოხდება. წლის ბოლოს ამ აქტივობების შედეგად კონსულტაცია შედგება 2500-მდე მცირე ბიზნესისა და სტარტაპის წარმომადგენელთან.

თანამედროვე სამყაროში ოპერაციების გაციფრულება ბიზნესის კრიზისიდან სწრაფი გამოსვლისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ციფრული ტექნოლოგიების მუდმივი განახლებიდან გამომდინარე, ინფორმაცია მცირე რესურსის მქონე კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამ ტიპის კომპანიები ეკონომიკის დიდ წილს წარმოადგენენ, ამიტომ Quickstart-ის იდეაზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მისი განხორციელების აუცილებლობა კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა. სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის სწრაფი განვითარებისთვის ციფრული სააგენტო Quick-ის სპეციალისტების მიერ ინდუსტრიაში არსებული გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაზიარება Quickstart-ის მთავარი ამოცანაა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn