
ვინ არიან მილენიალები? თაობა,რომელიც დაიბადა 1977-2000 წლებში და რომელიც სულ უფრო მეტად ხდება გავლენიანი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. ამიტომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა კერძო თუ საჯარო სექტორში სულ უფრო მეტად უნდა გაითვალისწინონ მილენიანთა პრეფერენციები სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ბლოგი www.milennialmarketing.com გვეუბნება, მილენიალთა 50% უფრო მეტი სიამოვნებით შეიძენდა რაიმეს იმ კომპანიისგან,რომელიც მხარს უჭერს რაიმე ღირებულ სოციალურ მოვლენას (Cause). ის ბრენდები, რომლებიც მხოლოდ მოგებაზე კი არა სხვა მიზნებზეც ფიქრობენ, უფრო მეტ სიყვარულსა და აღიარებას იღებენ მილენიალებისგან. გამოკითხულთა 37% განაცხადა ,რომ ისინი შეიძენდნენ ისეთ პროდუქციას ან მომსახურებას,რომელიც მხარს უჭერს იმ ღირებულ სოციალურ მოვლენას, რომლისაც მათ სჯერათ,მაშინაც კი თუ ეს მათთვის უფრო ძვირი იქნებოდა.

რას ვაკეთებთ უკეთესი გარემოსთვის? მე,როგორც რიგითი მოქალაქე,საზოგადოების წევრი,რას ვაკეთებ საზოგადოებისთვის? მითუმეტეს რას ვაკეთებ თუ კომპანია ვარ და გაცილებით მეტი რესურსი და შესაბამისად – პასუხისმგებლობა გამაჩნია , ვიდრე ერთ რიგით მოქალაქეს? თუ მიფიქრია, რომ კომპანია თუ ვარ ე.ი. კორპორაციული მოქალაქე ვარ და შესაბამისი პასუხისმგებლობა გამაჩნია?

