2019 წლის ბოლოს, 13 დეკემბერს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. წლის პასუხისმგებელი მცირე ბიზნეს კომპანია “ალტიჰატი” გახდა.
გრანპრი არ არის რომელიმე კონკრეტული CSR-ინიციატივის განხორციელებისთვის ან CSR-ის ცალკეულ სფეროში მიღწეული შედეგების გამო დაწესებული ჯილდო. კატეგორია შეიქმნა იმ მცირე და საშუალო* ზომის კომპანიების გამოსავლენად, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულებას მთლიანი კომპანიის მასშტაბით, და რომლებიც ახორციელებენ მდგრადი შედეგების მქონე CSR-პროექტებს ან პროგრამებს საქმიანობის რამდენიმე შესაბამის სფეროში.
2019 წლის ბოლოს, 13 დეკემბერს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. წლის პასუხისმგებელი მსხვილი ბიზნეს კომპანია გახდა „პროკრედიტ ბანკი საქართველო“.
12 დეკემბერს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით 2017 წლის ივნისში „საქართველოს ბანკის“ CSR-ის სამსახურმა, IT განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით, შეიმუშავა აპლიკაცია “გზად”, რომელიც პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და რამდენიმე კოლეგის დამგზავრების, ანუ ერთად და კომფორტულად მგზავრობის, შესაძლებლობას იძლევა, რაც გარემოზე ზრუნვას და ქალაქში მოძრაობის განტვირთვას უწყობს ხელს. პროექტში მონაწილეობის წასახალისებლად აპლიკაციით სარგებლობისას მძღოლსაც და მგზავრებსაც ერიცხებათ ქულები, რომლებიც გროვდება და შემდეგ იცვლება სხვადასხვა პრიზში.
კომპანია “თი-ერ-სი” შეიქმნა 2017 წელს, ნარჩენების შემცირებისა და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით წელს პირველად ჩატარდება “საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018”, რომელიც კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საუკეთესო პროექტებისა თუ 

