2019 წლის ბოლოს, 13 დეკემბერს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. წლის პასუხისმგებელი მსხვილი ბიზნეს კომპანია გახდა „პროკრედიტ ბანკი საქართველო“.
გრანპრი არ არის რომელიმე კონკრეტული CSR-ინიციატივის განხორციელებისთვის ან CSR-ის ცალკეულ სფეროში მიღწეული შედეგების გამო დაწესებული ჯილდო. ამ კატეგორიის მიზანია იმ მსხვილი კომპანიების აღიარება, რომლებმაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების განუყოფელ ნაწილად აქციეს, რომლებიც სისტემურად, სრულყოფილად, სტრატეგიულად და ინოვაციურად ავითარებენ პასუხისმგებელ ბიზნესს და შეუძლიათ საკუთარი საქმიანობის ყველა შესაბამის სფეროში ისეთი CSR-პოლიტიკის და პროექტების წარმოჩენა, რომლებიც დადებითად მოქმედებს ბუნებრივ გარემოსა და საზოგადოებაზე.