
“საქართველოს ბანკი” პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ინდივიდუალურ კონსულტაციებს იღებენ. ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით პროგრამა კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.
პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების; ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების; შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.
პანდემიასთან თანაცხოვრებასთან ერთად, დასაქმებულთა ნაწილი სახლიდან მუშაობას აგრძელებს. ისინი კი, ვისაც შვილები ჰყავთ, ცდილობენ ბავშვები საინტერესო აქტივობებში ჩართონ. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა, საბავშვო ბაღ “ფელიქსთან” ერთად, ონლაინ ბაღი შექმნა, რომელიც კორპორატიულ საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace-ზე გახადა ხელმისაწვდომი.
საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს.ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას
ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით 2017 წლის ივნისში „საქართველოს ბანკის“ CSR-ის სამსახურმა, IT განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით, შეიმუშავა აპლიკაცია “გზად”, რომელიც პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და რამდენიმე კოლეგის დამგზავრების, ანუ ერთად და კომფორტულად მგზავრობის, შესაძლებლობას იძლევა, რაც გარემოზე ზრუნვას და ქალაქში მოძრაობის განტვირთვას უწყობს ხელს. პროექტში მონაწილეობის წასახალისებლად აპლიკაციით სარგებლობისას მძღოლსაც და მგზავრებსაც ერიცხებათ ქულები, რომლებიც გროვდება და შემდეგ იცვლება სხვადასხვა პრიზში.

