საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კონცეფცია სულ უფრო ძლიერდება. წამყვანი ქართული კომპანიები სულ უფრო მეტად ცდილობენ მდგრადი მიდგომების ინტეგრირებას მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. თუმცა, ფილანტროპია კვლავ რჩება ყველაზე გავრცელებულ სოციალურ პასუხისმგებლობის აქტივობად საქართველოში.
ჭდე: “სოციალური კამპანია” (Page 7 of 8)
2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და დღემდე გადის აღნიშნულ გზას.
დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მდგრადი განვითარების მერვე მიზანზე, რომელიც ეკონომიკურ ზრდასა და ღირსეულ სამუშაოს ეხება. სწორედ ამ საკითხზე დღევანდელი CSR ბლოგის სტუმარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მდგრადი განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დავით ადვაძე.
2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა (მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე) შეთანხმდა მდგრადი განვითარების 17 მიზანზე.
პასუხისმგებელი ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნებს განიხილავს, როგორც ინოვაციურ მიდგომას. რა თქმა უნდა, ეს ბიზნესისთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა – საინტერესო და მნიშვნელოვანი.
მდგრადი განვითარების მიზნებსა და დაინტერესებული პირებისთვის მნიშვნელოვან თემებზე უნდა იყოს დაფუძნებული სწორი CSR სტრატეგია.
ფონდი “ნატახტარი” ზრუნავს მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებზე და ეხმარება მათ როგორც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში, ისე სრულწლოვანების ასაკის შესრულების შემდგომაც, როცა უწევთ სახელმწიფო ზრუნვის სისტემის დატოვება.
გარემოს დაცვის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მაკულატურის გადამუშავებას. მაგალითად, ერთი ტონა ქაღალდისგან მზადდება 21,000 სასკოლო რვეული, რომელიც გამოყენების შემდეგ იყრება. ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავებით შეიძლება 17 ხის გადარჩენა, იზოგება 26 მ3 წყალი და 2,3 მ2 მიწა.
როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში წლიდან წლამდე CSR უფრო და უფრო პოპულარული თემა ხდება. ძალიან ბევრი კომპანია იღებს თავის თავზე უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას და ცდილობენ, წვლილი შეიტანონ სამყაროს მდგრად განვითარებაში.
დღევანდელ ბლოგში მოკლედ მინდა მოგიყვეთ იმ შვიდი CSR პროექტის შესახებ, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიები ახორციელებენ.
თითოეული მათგანი უნიკალური და საინტერესოა.
ჩემი დღევანდელი ბლოგის მიზანია, გაგიჩინოთ მეტი ინსპირაცია და დაგაფიქროთ ჩვენს გარეშემო არსებულ პრობელემებზე და მათი კრეატიულად მოგვარების გზებზე.
კომპანიამ Retail Group Georgia 2018 წლის აპრილში დაიწყო ახალი პროექტი „საზოგადოების განვითარება – მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების პროგრამა“.
პროგრამის მისი მიზანია მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს მისცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.
ლინკდინის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ვეინერმა Aspen Institut-ში სტუმრობის დროს თქვა:
„კომპანია აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოების კეთილდღეობზე ორიენტირებული. დღევანდელ დღეს სწორედ ეს არის ორგანიზაციებისთვის გამოწვევა. მხოლოდ ის ორგანიზაცია იქნება ბაზარზე წარმატებული, რომელიც ამას გაართმევს თავს.“
დღევანდელი ბლოგი დაეთმობა იმ ფაქტებს, რაც გაგიჩენთ დამატებით არგუმენტებს, თუ რატომ უნდა იყოს კომპანია სოციალურად პასუხისმგებელი.
ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით 2017 წლის ივნისში „საქართველოს ბანკის“ CSR-ის სამსახურმა, IT განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით, შეიმუშავა აპლიკაცია “გზად”, რომელიც პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და რამდენიმე კოლეგის დამგზავრების, ანუ ერთად და კომფორტულად მგზავრობის, შესაძლებლობას იძლევა, რაც გარემოზე ზრუნვას და ქალაქში მოძრაობის განტვირთვას უწყობს ხელს. პროექტში მონაწილეობის წასახალისებლად აპლიკაციით სარგებლობისას მძღოლსაც და მგზავრებსაც ერიცხებათ ქულები, რომლებიც გროვდება და შემდეგ იცვლება სხვადასხვა პრიზში.
ახალი ამბის მოყოლა, ისე რომ საზოგადოებაში ამან დიდი ემოცია გამოიწვიოს, რა თქმა უნდა ძლიერი PR ინსტრუმენტია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში როდესაც ეს ადამიანთა ისტორიებს ეხება. ნამდვილად რთული პროცესია სწორი ისტორიის შერჩევა და შემდეგ საზოგადოებისთვის სწორი აქცენტებით წარდგენა, თუმცა, დამერწმუნეთ, რომ „წვალებად“ ნამდვილად ღირს.