ძირითადად კომპანიებს ძალიან უჭირთ იყვნენ გულწრფელები და ხმამაღლა ილაპარაკონ იმ სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენებზე, რომლებიც თან სდევს მათ საქმიანობას. როდესაც ბიზნეს კომპანიები იწყებენ აღნიშნული ზეგავლენების კომუნიკაციას, მაშინ ნამდვილად ღირს ამ საკითხით დაინტერესება.
ჭდე: “სოციალური კამპანია” (Page 8 of 8)
სუპერ-ბოული (Super Bowl) – პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატია. მისი ტრანსლირება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს თვალს.
კომპანიები სწორედ ამ პერიოდს იყენებენ მომხმარებლისთვის სასურველი მესიჯის გასაგზავნად. 2017 წელი განსხვავებული იყო, რადგან კომპანიათა უმეტესობამ ეს შესაძლებლობა გამოიყენა საკუთარი CSR აქტივობების პოპულარიზაციისთვის, კერძოდ კი, ფართო აუდიტორიას გააცნეს საკუთარი CSR პრიორიტეტები და ღირებულებები.