CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

ჭდე: “სოციალური პასუხისმგებლობა” (Page 7 of 9)

ფსიქოლოგის სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაცია უფასოდ – არდის ახალი ინიციატივა

დღევანდელ დღეს, მაშინ როდესაც ადამიანების უმეტესობა თვითიზოლაციაში იმყოფება, სტრესთან გასამკლავებლად ფსიქოლოგთან კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. 

სწორედ ამიტომ სადაზღვევო კომპანია არდი თავის დაზღვეულებს, საკარანტინო, ან იძულებითი თვითიზოლაციის პერიოდში, სთავაზობს ფსიქოლოგის უფასო კონსულტაციას. დაზღვეულებს კამარას ფსიქოლოგები მოემსახურებიან.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

უფასო ტრენინგ კურსები ქართული კომპანიებისგან

ტრენერთა ასოციაცია წარმოგიდგენთ ტრენინგებისა და განვითარების ინდუსტრიაში სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს, რომლებიც შექმნილი საგანგებო ვითარების გამო შემდეგი ერთი თვე
ღირებულ რესურსებს გვიზიარებენ უსასყიდლოდ:

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

#თიბისიშენთვის – თიბისი ბანკმა საზოგადოების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა დაიწყო

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან ბევრი კომპანია ჩაერთო. მათ შორისაა თიბისი ბანკიც, რომელმაც 5 000 000 ლარი გამოყო და საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად დაიწყო ახალი პროგრამა “თიბისი შენთვის”.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ადამიანები ადამიანებისთვის – HR პროფესიონალთა ასოციაციის ახალი კამპანია

კამპანია H4H – Humans for Humans | ადამიანები – ადამიანებისთვის დაიწყო 23 მარტს და მას ორგანიზებას HR პროფესიონალთა ასოციაცია უწევს.

მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც COVID-19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვის. პანდემიის ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა კომპანიები მათი ბიზნეს უწყვეტობის მიმართულებით.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ალტიჰატი – წლის პასუხისმგებელი მცირე ბიზნესი

2019 წლის ბოლოს, 13 დეკემბერს  პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. წლის პასუხისმგებელი მცირე ბიზნეს კომპანია “ალტიჰატი” გახდა.

გრანპრი არ არის რომელიმე კონკრეტული CSR-ინიციატივის განხორციელებისთვის ან CSR-ის ცალკეულ სფეროში მიღწეული შედეგების გამო დაწესებული ჯილდო. კატეგორია შეიქმნა იმ მცირე და საშუალო* ზომის კომპანიების გამოსავლენად, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულებას მთლიანი კომპანიის მასშტაბით, და რომლებიც ახორციელებენ მდგრადი შედეგების მქონე CSR-პროექტებს ან პროგრამებს საქმიანობის რამდენიმე შესაბამის სფეროში.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

პროკრედიტ ბანკი საქართველო – წლის პასუხისმგებელი მსხვილი ბიზნესი

2019 წლის ბოლოს, 13 დეკემბერს  პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. წლის პასუხისმგებელი მსხვილი ბიზნეს კომპანია გახდა „პროკრედიტ ბანკი საქართველო“.

გრანპრი არ არის რომელიმე კონკრეტული CSR-ინიციატივის განხორციელებისთვის ან CSR-ის ცალკეულ სფეროში მიღწეული შედეგების გამო დაწესებული ჯილდო. ამ კატეგორიის მიზანია იმ მსხვილი კომპანიების აღიარება, რომლებმაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების განუყოფელ ნაწილად აქციეს, რომლებიც სისტემურად, სრულყოფილად, სტრატეგიულად და ინოვაციურად ავითარებენ პასუხისმგებელ ბიზნესს და შეუძლიათ საკუთარი საქმიანობის ყველა შესაბამის სფეროში ისეთი CSR-პოლიტიკის და პროექტების წარმოჩენა, რომლებიც დადებითად მოქმედებს ბუნებრივ გარემოსა და საზოგადოებაზე.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

პეპსი „ანათებს“ სოფლებს – Liter of Light

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პეპსის ქარხანა ფილიპინებში ფუნქციონირებს, სადაც უამრავი პლასტმასის ბოთლი გროვდება ყოველწლიურად.  2013 წელს ფილიპინებს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რის შედეგადაც 3.9 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

რას აქცევს მომხმარებელი ყურადღებას პროდუქტის შერჩევისას ?

ხშირად ისმის კითხვა: არის თუ არა მზად მომხმარებელი გადაიხადოს მეტი იმ კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებში, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა სახის სოციალურ და ეკოლოგიურ პროექტებს, ითვლებიან პასუხიმგებელ კომპანიებად და  წვლილი შეაქვთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ?

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ვირტუალური რეალობა და ბიზნესის შესაძლებლობები

ვირტუალური რეალობა (VR) – ეს არის სამყაროს აღქმის ახალი შესაძლებლობა.

რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კომპანიებისთვის, გარდა იმისა, რომ გამოიყენონ პროდუქტებისა და სერვისების კომუნიკაციისთვის ? ბიზნესს საშუალება უჩნდება, უკეთ განახორციელოს  თავისი პროექტებისა და CSR აქტივობების კომუნიკაცია დაინტერესებულ პირებთან.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

CSR და მილენიალები

ვინ არიან მილენიალები? თაობა,რომელიც დაიბადა 1977-2000 წლებში და რომელიც სულ უფრო მეტად ხდება გავლენიანი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. ამიტომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა კერძო თუ საჯარო სექტორში სულ უფრო მეტად უნდა გაითვალისწინონ მილენიანთა პრეფერენციები სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ბლოგი www.milennialmarketing.com გვეუბნება, მილენიალთა 50% უფრო მეტი სიამოვნებით შეიძენდა რაიმეს იმ კომპანიისგან,რომელიც მხარს უჭერს რაიმე ღირებულ სოციალურ მოვლენას (Cause). ის ბრენდები, რომლებიც მხოლოდ მოგებაზე კი არა სხვა მიზნებზეც ფიქრობენ, უფრო მეტ სიყვარულსა და აღიარებას იღებენ მილენიალებისგან. გამოკითხულთა 37% განაცხადა ,რომ ისინი შეიძენდნენ ისეთ პროდუქციას ან მომსახურებას,რომელიც მხარს უჭერს იმ ღირებულ სოციალურ მოვლენას, რომლისაც მათ სჯერათ,მაშინაც კი თუ ეს მათთვის უფრო ძვირი იქნებოდა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Page 7 of 9

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn