CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

ჭდე: “სოციალური პასუხისმგებლობა” (Page 9 of 9)

6 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს კომპანია სოციალურად პასუხისმგებელი

ლინკდინის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ვეინერმა Aspen Institut-ში სტუმრობის დროს თქვა:

„კომპანია აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოების კეთილდღეობზე ორიენტირებული. დღევანდელ დღეს სწორედ ეს არის ორგანიზაციებისთვის გამოწვევა. მხოლოდ ის ორგანიზაცია  იქნება ბაზარზე წარმატებული, რომელიც ამას გაართმევს თავს.“

დღევანდელი ბლოგი დაეთმობა იმ ფაქტებს, რაც გაგიჩენთ დამატებით არგუმენტებს, თუ რატომ უნდა იყოს კომპანია სოციალურად პასუხისმგებელი.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

მწვანე ინიციატივა: ბიოდიზელი სუფთა გარემოსთვის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა და დისტრიბუტორმა საქართველოში, კომპანია “ფრეგომ”, 2018 წლის ივლისში დაწყებული “ბიოდიზელის” პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოსა და რეგიონში დანერგა განახლებად ბიორესურსებზე დამყარებული საწვავის _ ბიოდიზელის წარმოება, რომელიც, ნავთობდიზელისგან განსხვავებით, არ აბინძურებს ატმოსფეროს და მსოფლიოში ყველაზე სუფთა და ეკომეგობრულ საწვავად არის მიჩნეული.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

მწვანე ინიციატივა – აპლიკაცია “გზად”, საქართველოს ბანკი

ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით 2017 წლის ივნისში „საქართველოს ბანკის“ CSR-ის სამსახურმა, IT განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით, შეიმუშავა აპლიკაცია “გზად”, რომელიც პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და რამდენიმე კოლეგის დამგზავრების, ანუ ერთად და კომფორტულად მგზავრობის, შესაძლებლობას იძლევა, რაც გარემოზე ზრუნვას და ქალაქში მოძრაობის განტვირთვას უწყობს ხელს. პროექტში მონაწილეობის წასახალისებლად აპლიკაციით სარგებლობისას მძღოლსაც და მგზავრებსაც ერიცხებათ ქულები, რომლებიც გროვდება და შემდეგ იცვლება სხვადასხვა პრიზში.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

მწვანე ინიციატივა – საბურავების გადამამუშავებელი კომპანია “თი ერ სი”

კომპანია “თი-ერ-სი” შეიქმნა 2017 წელს, ნარჩენების შემცირებისა და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით.

უწესრიგოდ გადაყრილი საბურავები დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას. “თი-ერ-სის” საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ საქართველოში ნარჩენების სახით ყოველწლიურად 7 მილიონი კილოგრამი საბურავი გროვდება, რომლის 95% იყრება გარემოში, რადგან საბურავების ნაგავსაყრელზე მიტანა აკრძალულია, გადამამუშავებელი საწარმო კი არ არსებობს.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

კენიაში პოლიეთილენის პარკების იმპორტიორი ან/და მწარმოებელი 19,000 აშშ დოლარით ჯარიმდება ან პატიმრობით ისჯება

2018 წლიდან საქართველოში აიკრძალა პლასტიკური და არაბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტი და წარმოება.

„ეს არის ყველაზე მსუბუქი პოლიეთილენის პარკი, პლასტიკური ნაწარმი, როემლიც ძალიან დიდ ვიზუალურ პრობლემას ქმნის ქვეყნისთვის და მის დეგრადირებას გარემოში 100 წელი სჭირდება. მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკით საერთოდ აკრძალულია მსგავსი ტიპის საქმიანობა, ჩვენი ქვეყნისთვის კი ეს პირველი ნაბიჯია. ვფიქრობთ, მომავალ წლამდე იმ მეწარმე-სუბიექტებს, რომლებიც ასეთი პლასტიკური პარკების და ნაწარმის შემოტანით და წარმოებით არიან დაკავებულები, საკმარისი დრო აქვთ იმისთვის, რომ გადაეწყონ და შემოიტანონ სხვა ტექნოლოგიები, რომლითაც ჩაანაცვლებენ პლასტიკურ პარკებს,“ – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

რას ვაკეთებთ უკეთესი გარემოსთვის?

რას ვაკეთებთ უკეთესი გარემოსთვის? მე,როგორც რიგითი მოქალაქე,საზოგადოების წევრი,რას ვაკეთებ საზოგადოებისთვის? მითუმეტეს რას ვაკეთებ თუ კომპანია ვარ და გაცილებით მეტი რესურსი და შესაბამისად – პასუხისმგებლობა გამაჩნია , ვიდრე ერთ რიგით მოქალაქეს? თუ მიფიქრია, რომ კომპანია თუ ვარ ე.ი. კორპორაციული მოქალაქე ვარ და შესაბამისი პასუხისმგებლობა გამაჩნია?

ჩვენი საზოგადოებისთვის საბედნიეროდ, დღეს საქართველოში უკვე მრავალი კომპანია ზრუნავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დანერგვასა და შესაბამისი ბიზნეს მოდელით ოპერირებაზე, ხოლო კომპანიებს CSR განათლებაში საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმარებიან.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ირაკლი კაკაბაძე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ

საინტერესო თემაზე დამაფიქრა ჩემმა მეგობარმა, როდესაც შემომთავაზა დამეწერა ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. ახლა ვზივარ ავტობუსში ლიმერიკი – დუბლინი და ვიწყებ წერას! დაახლოებით ორი საათი მაქვს.

თემა: CSR(Corporate Social Responsibility) ანუ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

რა არის ეს?! ეს არის კომპანიის კეთილი ნება და ეთიკური მოქმედება, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში თუნდაც პატარა წვლილის შეტანა. (ვენაცვალე google-ს).

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Page 9 of 9

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn