2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა (მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე) შეთანხმდა მდგრადი განვითარების 17 მიზანზე.
პასუხისმგებელი ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნებს განიხილავს, როგორც ინოვაციურ მიდგომას. რა თქმა უნდა, ეს ბიზნესისთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა – საინტერესო და მნიშვნელოვანი.
მდგრადი განვითარების მიზნებსა და დაინტერესებული პირებისთვის მნიშვნელოვან თემებზე უნდა იყოს დაფუძნებული სწორი CSR სტრატეგია.
2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და დღემდე გადის აღნიშნულ გზას.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა და დისტრიბუტორმა საქართველოში, კომპანია “ფრეგომ”, 2018 წლის ივლისში დაწყებული “ბიოდიზელის” პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოსა და რეგიონში დანერგა განახლებად ბიორესურსებზე დამყარებული საწვავის _ ბიოდიზელის წარმოება, რომელიც, ნავთობდიზელისგან განსხვავებით, არ აბინძურებს ატმოსფეროს და მსოფლიოში ყველაზე სუფთა და ეკომეგობრულ საწვავად არის მიჩნეული.

