2019 წლის ბოლოს, 13 დეკემბერს  პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. წლის პასუხისმგებელი მცირე ბიზნეს კომპანია “ალტიჰატი” გახდა.

გრანპრი არ არის რომელიმე კონკრეტული CSR-ინიციატივის განხორციელებისთვის ან CSR-ის ცალკეულ სფეროში მიღწეული შედეგების გამო დაწესებული ჯილდო. კატეგორია შეიქმნა იმ მცირე და საშუალო* ზომის კომპანიების გამოსავლენად, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულებას მთლიანი კომპანიის მასშტაბით, და რომლებიც ახორციელებენ მდგრადი შედეგების მქონე CSR-პროექტებს ან პროგრამებს საქმიანობის რამდენიმე შესაბამის სფეროში.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us: