2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და დღემდე გადის აღნიშნულ გზას.
დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მდგრადი განვითარების მეცხრე მიზანზე, რომელიც ეხება მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნას, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობას. სწორედ ამ საკითხზე დღევანდელი CSR ბლოგის სტუმარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მდგრადი განვითარების სამმართველოს უფროსი ქ. თეა ლევიძე.
როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში წლიდან წლამდე CSR უფრო და უფრო პოპულარული თემა ხდება. ძალიან ბევრი კომპანია იღებს თავის თავზე უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას და ცდილობენ, წვლილი შეიტანონ სამყაროს მდგრად განვითარებაში.
ლინკდინის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ვეინერმა Aspen Institut-ში სტუმრობის დროს
ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა და დისტრიბუტორმა საქართველოში, კომპანია “ფრეგომ”, 2018 წლის ივლისში დაწყებული “ბიოდიზელის” პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოსა და რეგიონში დანერგა განახლებად ბიორესურსებზე დამყარებული საწვავის _ ბიოდიზელის წარმოება, რომელიც, ნავთობდიზელისგან განსხვავებით, არ აბინძურებს ატმოსფეროს და მსოფლიოში ყველაზე სუფთა და ეკომეგობრულ საწვავად არის მიჩნეული.
ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით 2017 წლის ივნისში „საქართველოს ბანკის“ CSR-ის სამსახურმა, IT განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით, შეიმუშავა აპლიკაცია “გზად”, რომელიც პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და რამდენიმე კოლეგის დამგზავრების, ანუ ერთად და კომფორტულად მგზავრობის, შესაძლებლობას იძლევა, რაც გარემოზე ზრუნვას და ქალაქში მოძრაობის განტვირთვას უწყობს ხელს. პროექტში მონაწილეობის წასახალისებლად აპლიკაციით სარგებლობისას მძღოლსაც და მგზავრებსაც ერიცხებათ ქულები, რომლებიც გროვდება და შემდეგ იცვლება სხვადასხვა პრიზში.
მიყვარს, როცა თანამშრომლებზე ზრუნავენ.
კომპანია “თი-ერ-სი” შეიქმნა 2017 წელს, ნარჩენების შემცირებისა და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით.
ახალი ამბის მოყოლა, ისე რომ საზოგადოებაში ამან დიდი ემოცია გამოიწვიოს, რა თქმა უნდა ძლიერი PR ინსტრუმენტია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში როდესაც ეს ადამიანთა ისტორიებს ეხება. ნამდვილად რთული პროცესია სწორი ისტორიის შერჩევა და შემდეგ საზოგადოებისთვის სწორი აქცენტებით წარდგენა, თუმცა, დამერწმუნეთ, რომ „წვალებად“ ნამდვილად ღირს.

