ჩემი პირველი ბლოგი CSR-ზე ამ კონცეფციის ისტორიას მინდა მივუძღვნა. იცით თუ არა კორპორაციული პასუხისმგებლობის ისტორია? სად და როდის ჩამოყალიბდა ეს ცნება და აქვს თუ არა CSR-ს დაბადების დღე?
თავიდანვე უნდა გავამხილო გულდასაწყვეტი ამბავი, რომ დაბადების დღე CSR-ს არ აქვს, არ არსებობს ერთი კონკრეტული დღე და წელი, როდესაც შეგვიძლია დიდი ტორტი გამოვაცხოთ და საზეიმოდ აღვნიშნოთ კორპორაციული პასუხისმგებლობის საიუბილეო თარიღი.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.

