პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფმა PMCG თანამშრომლების ინდივიდუალური განვითარების პროგრამა კომპანიაში ოფიციალურად 2017 წლიდან დაიწყო და უკვე მიიღო სისტემური, მუდმივი ხასიათი. პროგრამის მიზანია თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და განვითარების პროგრამის განხორციელებით კომპანიის წარმატებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.
ჭდე: “Meliora 2018”
ფონდი “ნატახტარი” ზრუნავს მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებზე და ეხმარება მათ როგორც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში, ისე სრულწლოვანების ასაკის შესრულების შემდგომაც, როცა უწევთ სახელმწიფო ზრუნვის სისტემის დატოვება.
გარემოს დაცვის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მაკულატურის გადამუშავებას. მაგალითად, ერთი ტონა ქაღალდისგან მზადდება 21,000 სასკოლო რვეული, რომელიც გამოყენების შემდეგ იყრება. ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავებით შეიძლება 17 ხის გადარჩენა, იზოგება 26 მ3 წყალი და 2,3 მ2 მიწა.
2017 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის „ეი-სი-თი” თანამშრომლებმა, პრო ბონოდ, ანუ უსასყიდლოდ, მარკეტინგული კონსულტაცია გაუწიეს სოციალურ საწარმო „ბაბალეს“.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა და დისტრიბუტორმა საქართველოში, კომპანია “ფრეგომ”, 2018 წლის ივლისში დაწყებული “ბიოდიზელის” პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოსა და რეგიონში დანერგა განახლებად ბიორესურსებზე დამყარებული საწვავის _ ბიოდიზელის წარმოება, რომელიც, ნავთობდიზელისგან განსხვავებით, არ აბინძურებს ატმოსფეროს და მსოფლიოში ყველაზე სუფთა და ეკომეგობრულ საწვავად არის მიჩნეული.
ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით 2017 წლის ივნისში „საქართველოს ბანკის“ CSR-ის სამსახურმა, IT განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით, შეიმუშავა აპლიკაცია “გზად”, რომელიც პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და რამდენიმე კოლეგის დამგზავრების, ანუ ერთად და კომფორტულად მგზავრობის, შესაძლებლობას იძლევა, რაც გარემოზე ზრუნვას და ქალაქში მოძრაობის განტვირთვას უწყობს ხელს. პროექტში მონაწილეობის წასახალისებლად აპლიკაციით სარგებლობისას მძღოლსაც და მგზავრებსაც ერიცხებათ ქულები, რომლებიც გროვდება და შემდეგ იცვლება სხვადასხვა პრიზში.
კომპანია “თი-ერ-სი” შეიქმნა 2017 წელს, ნარჩენების შემცირებისა და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით.
უწესრიგოდ გადაყრილი საბურავები დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას. “თი-ერ-სის” საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ საქართველოში ნარჩენების სახით ყოველწლიურად 7 მილიონი კილოგრამი საბურავი გროვდება, რომლის 95% იყრება გარემოში, რადგან საბურავების ნაგავსაყრელზე მიტანა აკრძალულია, გადამამუშავებელი საწარმო კი არ არსებობს.