2019 წლის ბოლოს, 13 დეკემბერს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. წლის პასუხისმგებელი მცირე ბიზნეს კომპანია “ალტიჰატი” გახდა.
გრანპრი არ არის რომელიმე კონკრეტული CSR-ინიციატივის განხორციელებისთვის ან CSR-ის ცალკეულ სფეროში მიღწეული შედეგების გამო დაწესებული ჯილდო. კატეგორია შეიქმნა იმ მცირე და საშუალო* ზომის კომპანიების გამოსავლენად, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულებას მთლიანი კომპანიის მასშტაბით, და რომლებიც ახორციელებენ მდგრადი შედეგების მქონე CSR-პროექტებს ან პროგრამებს საქმიანობის რამდენიმე შესაბამის სფეროში.
2019 წლის ბოლოს, 13 დეკემბერს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. წლის პასუხისმგებელი მსხვილი ბიზნეს კომპანია გახდა „პროკრედიტ ბანკი საქართველო“.
12 დეკემბერს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

