2015 წელს  გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და დღემდე გადის აღნიშნულ გზას.

დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზანზე, რომელიც ხელმისაწვდომ, საიმედო, სტაბილურ და თანამედროვე ენერგიის  საყოველთაო ხელმისაწვდომობას ეხება. სწორედ ამ საკითხზე დღევანდელი CSR ბლოგის სტუმარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ქ. ელენე გოქსაძე.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us: