დღითი დღე უფრო  ნათელი ხდება, რომ ერთმანეთის გვერდში დგომის გარეშე რთული იქნება COVID 19-თან ბრძოლა.  კერძო სექტორი აქტიურად არის  ჩართული ვირუსთან ბრძოლაში და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

სადაზღვევო კომპანია „არდიმ“, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მუნიციპალური მუზეუმების, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ბიბლიოთეკებისა და ხელოვნების სკოლების 100  ასაკოვან თანამშრომელს,  რომლებიც ვირუსის გავრცელების მაღალ რისკ ჯგუფში იმყოფებიან, კარანტინის პერიოდისთვის საჭირო სურსათი გადასცა.

არამალფუჭებადი პროდუქტისგან შემდგარი ნობათის დარიგებაში მოხალისეებად მონაწილეობნენ არდის თანამშრომლები, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი – მიხეილ ჯაფარიძე, დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის მხარდაჭერით.

     


ელენე ჩხეიძე

Please follow and like us: