12 დეკემბერს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებას დაესწრო 250 ადამიანი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.

ღონისძიება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ჩატარდა.

Meliora 2019-ის გამარჯვებულები შემდეგი კომპანიები გახდნენ:

წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის წოდება პროკრედიტ ბანკმა მოპოვა, ხოლო წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია ალტიტუდა გახდა – პროექტით ალტიჰატი.

კატეგორიაში მწვანე ინიციატივა, გამარჯვებული გახდა თიბისი ბანკი, პროექტით  „მწვანე ავტოპარკი“. 

კონკურსის პოლიტიკის თანახმად, ერთ კატეგორიაში, შესაძლებელი იყო, როგორც  გამარჯვებული, ასევე გამორჩეული პროექტის გამოვლენა. კატეგორიაში პასუხისმგებელი დამსაქმებელი გაიმარჯვა ნექსია თიეი, პროექტით „თანამშრომელი-ყველაზე მაღალი ღირებულება, ხოლო ამავე კატეგორიაში ჯიპიაი ჰოლდინგის პროექტმა „მოქმედების დღე“ გამორჩეული პროექტის წოდება მოიპოვა.

წელს, ისევე როგორც შარშან, კატეგორიაში საზოგადოების მხარდაჭერა, ყველაზე მეტი განაცხადი შემოვიდა. ამ მიმართულებით მსხვილი კომპანიებიდან გაიმარჯვა ჯიპიაი ჰოლდინგმა პროექტით „ეკოისტი“, ხოლო ფეა თრიიზ ამავე კატეგორიაში გამარჯვებული გახდა, როგორც მცირე და საშუალო კომპანია პროექტით ფეა თრიიზის ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა”.

უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ზოგადად ძალიან ცოტა პროექტები ხორციელდება სხვადასხვა სექტორების პარტნიორობით. თუმცა წელს ამ კატეგორიაში ძალიან საინტერესო გამარჯვებული გვყავს. თიბისი ბანკმა ითანამშრომლა დავით აკაკბაძის ფონდთან და ერთობლივად შეიქმნა პროექტი „დავით კაკაბაძის შემოქმედების გამოფენა და თანამედროვე არტისტებისთვის ინსპირაციის მიცემა“. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ჟიურის უფლება აქვს არ გამოავლინოს კატეგორიაში გამარჯვებული, თუმცა კატეგორიაში კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე, გამორჩეული პროექტი მაინც ყავს კონკურსს,  რომელიც გახდა კომპანია უნივერს ბიზნეს გრუპის პროექტი უფასო ტრენინგების და კონსულტაციების გაწევა კომპანიებისათვის“.

წელს სულ ორი განაცხადი შემოვიდა კატეგორიაში CSR-ის შესახებ კომუნიკაცია, აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, თუმცა გამორჩეულის წოდება თიბისი ბანკის ანგარიშს  „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 2018 წლის ანგარიში“ მიენიჭა.

ძალიან საინტერესო კონკურენტები ყავდა კონკურსს კატეგორიში წლის CSR მენეჯერი, სადაც გამარჯვებული გახდა თამთა ასლანიშვილი, რომელიც კომპანია ემბისის (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) CSR მიმართულებას ხელმძღვანელია.

პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ქსელთან (ACAG) თანამშრომლობით შექმნა სპეციალური კატეგორია შემოქმედებითი CSR, რომელიც განკუთვნილია სარეკლამო და კრეატიული სააგენტოებისთვის. ამ მიმართულებით გამარჯვებული გახდა კომპანია Watergunz, პროექტით „გულგრილობის ხმა“. 

ასევე უკვე მეორე წელია, CSRDG თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან, რომელთან პარტნიორობით შეიქმნა სპეციალური კატეგორია ნარჩენების მართვა. აღნიშნული თანამშრომლობა შედგა პროექტ „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მოცემულ კატეგორიაში დაჯილდოვდა მცირე და საშუალო კომპანია „ჯეომულჩი“ პროექტით „ტყის და ქალაქი სანიტარი – ნარჩენების გადამამუშავებელი უნარჩენო წარმოება“.

Meliora 2019 კონკურსის ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ისრაელი, სლოვაკეთი, ავსტრია, შვედეთი, დანია, გერმანია და აშშ) და ქართველი ექპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნესპლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით გაიმართა, როგორიც არის: აწარმოე საქართველოში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); ავსტრიის საელჩო; გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV);  შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში;  საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა; სენნ; ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG);  საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; ნარჩენების მართვის ასოციაცია;

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora 2019”
სპონსორები იყვნენ – ფოთის საზღვაო ნავსადგური, სასტუმრო ბილტმორ თბილისი და ჯეკ დენიელსი. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა პირველი არხის პროექტი „აკუსტიკა“.

დამატებითი ინფორმაცია თითოეული წარდგენილი და გამარჯვებული პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://meliora.ge/projects-2019/


ელენე ჩხეიძე
Please follow and like us: