დღევანდელ დღეს, მაშინ როდესაც ადამიანების უმეტესობა თვითიზოლაციაში იმყოფება, სტრესთან გასამკლავებლად ფსიქოლოგთან კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
სწორედ ამიტომ სადაზღვევო კომპანია არდი თავის დაზღვეულებს, საკარანტინო, ან იძულებითი თვითიზოლაციის პერიოდში, სთავაზობს ფსიქოლოგის უფასო კონსულტაციას. დაზღვეულებს კამარას ფსიქოლოგები მოემსახურებიან.
შეარჩიე მშვიდი ადგილი შენს საცხოვრებელ სივრცეში და გაესაუბრე ფსიქოლოგს, სრულიად უფასოდ. მიიღე ინდივიდუალური რჩევები პროფესიონალებისგან და #მართე #სტრესი!
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით არდის ცხელ ხაზს:
0322101010
ელენე ჩხეიძე
მარიამ დილიმაშვილი
გამარჯობა. ბოლო პერიოდებია საგრძნობლად შევიცვალე. ადრე ბევრად უფრო პოზიტიური სიცოცხლით სავსე ვიყავი. რაც დრო გადის ყველაფრის მიმართ ინტერესს ვკარგავ მიქრება გამიღების სურვილი. არაფერს არ აქვს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელობა. ჩემი გარშემომყოფებიც ამჩნებენ ამას და მეუბნებიან რომ საკმაოდ უემოციო გავხდი.ბოლო პერიოდებია მუსიკის ჟანრიც შევიცვალე. ადრე სულ მხიარულ გასართობ მუსიკას ვუსმენდი ახლა ვცდილობ წყნარი მელოდია ჩავირთი რაც ჩემს ხასიათს შეეფერება. ხშირად ვწევარ გაუნძრევლად და ვუსმენ წვიმის ან თუნდაც ბუხარში ანთებული ცეცლის ხმას რომელსაც სევდიანი მელოდია ადევს. ასევე უძილობა დამეწყო. ვცდილობ დავიძინო მაგრამ არ გამომდის. შიგნიდან სიცარიელეს ვგრძნობ. ამავდროულად რაღაც არ მასვენებს. ვცდილობ გავიგო რა მჭირს მაგრამ არ გამომდის. ხომ ვერ დამეხმარებოდით?
მარიამი
გამარჯობა, კიდევ მოქმედებს უფასო კონსულტაცია?