ანალიზისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანიამ „ეისითი“, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ახალი სტრატეგიული საკონსულტაციო პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE შექმნა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ კონსულტირების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი რეალობა მცირე და საშუალო ბიზნესს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადს ხდის. არსებულ კრიზისში, სწორედ ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში მათ მხარდაჭერას და გაძლიერებას ისახავს მიზნად ახალი პლატფორმა, სადაც „ეისითი“-ს, მისი შვილობილი და პარტნიორი კომპანიების გამოცდილი კონსულტანტები კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ საკუთარი პროფილის შესაბამისად. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ ისარგებლონ 2 უფასო საკონსულტაციო საათით ნებისმიერი მიმართულებით. თუმცა, პლატფორმა საშუალებას იძლევა კომპანიებმა, საჭიროების შემთხვევაში, განაგრძონ კონულტაციების მიღება შექმნილი ვითარების გათვალისწინებით დადგენილი უპრეცედენტოდ შეღავათიანი ტარიფით.
ახალ პლატფორმაზე ონლაინ კონსულტაციების მიღება შეიძლება შემდეგი მიმართულებებით:
- ბიზნესის განვითარების სტრატეგია;
- ზოგადი მენეჯმენტი;
- ლიდერობა და ორგანიზაციული განვითარება;
- კრიზისის მენეჯმენტი;
- იურიდიული კონსულტაცია;
- ბიზნეს- ქოუჩინგი (ინდივიდუალური & გუნდური);
- კრიზისული კომუნიკაცია;
- სტრატეგიული HR-ი და თანამშრომელთა მოტივაცია;
- სტრატეგიული მარკეტინგი და კომუნიკაციები;
- IT ინფრასტრუქტურის გამართვა;
- ოფისებისა და ქოლ-ცენტრების დისტანციური მართვა;
- კიბერუსაფრთხოება;
- სხვა ბიზნეს მიმართულებები.
ვებ-პლატფორმით კონსულტაციების მიღება მარტივადაა შესაძლებელი act-strategist.ge-ზე კონსულტანტის, საკონსულტაციო მიმართულების არჩევისა და შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ. პლატფორმა 2020 წლის 6 აპრილიდან ფუნქციონირებს და მისი საშუალებით კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით უკვე 10-მდე კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
წყარო: www.interpressnews.ge
კომენტარის დატოვება