კომპანია “კი კი” არის გარე ბიო ტუალეტების წარმოებაში საერთაშორისო ლიდერის პარტნიორი ქართული კომპანია.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიამ გადაწყვიტა განეხორციელებინა პროექტი საქართველოს მაღალმთიანი სოფლის სკოლებისთვის. პროექტის მიზანს წარმოადგენდა, ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარება.
სკოლებს არ გააჩნიათ საკანალიზაციო სისტემა და სკოლის მოსწავლეებს უწევდათ მოუწესრიგებელი საპირფარეშოებით სარგებლობა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პირობებში, როცა ჰიგიენის დაცვა ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ვირუსისგან თავის დასაცავად. ვინაიდან კომპანია “კი კი” -ს საქმიანობა ბიო ტუალეტებს უკავშირდება, თხოვნით მიმართა რამდენიმე სკოლის ადმინისტრაციამ, მათთვის ახალი სასწავლო წლისთვის დახმარება გაეწიათ.
განაგრძე კითხვა
Please follow and like us: