კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო
სახელმძღვანელოში განხილულია CSR კონცეფცია, ტერმინები, სამეცნიერო თეორიები, რეგულირების ძირითადი ინსტრუმენტები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი თემები და კომპონენტები. ასევე სახელმძღვანელოში განხილულია კომპანიის საქმიანობაში CSR-ის დანერგვისა და განხორციელების მექანიზმები.
CSR სახელმძღვანელო მცირე და საშუალო საწარმოებისათვის:
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია და პრაქტიკა ნელ-ნელა მკვიდრდება საქართველოში, თუმცა როგორც საზოგადოებრივი აზრი ასევე თავად ბიზნეს კომპანიები კორპორაციულ პასუხისმგებლობას მეტწილად მსხვილი კომპანიების საქმედ მიიჩნევენ, რაც კონცეფციის უმართებულო გააზრების შედეგია. წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო კომპანიებისთვის.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი
ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და მისი დანერგვის შედეგები ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის; საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გააანალიზოს მთავრობის როლი და შესაძლო ფუნქციები სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში; აგრეთვე საქართველოს კონტექსტის, ჩვენი პრობლემებისა და განვითარების მიზნების გათვა-ლისწინებით საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშემწყობი პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების თაობაზე.
სოციალური მეწარმეობის სახლემძღვანელო
სოციალური მეწარმეობა უკანასკნელ წლებში სულ უფრო და უფრო მზარდ ინტერესს იწვევსმრავალ ქვეყანაში, რამდენადაც იგი თავის თავში ერთდროულად ათავსებს სოციალურიმისიისკენ სწრაფვას და ბიზნესის ტიპის საქმიანობას.მსოფლიოს ქვეყნებში სოციალური მეწარმეობა სხვადასხვა გზით ვითარდებოდა,შესაბამისად, განსხვავებული პრაქტიკა და გამოცდილება დაგროვდა.
სოციალური მეწარმეობის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობაში
საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს ცნებებს „სოციალური მეწარმეობა“ და „სოციალური საწარმო“‘, შესაბამისად, არც განსაკუთრებული სპეციფიკური რეგულაციები და წესები ასეთი ორგანიზაციული წარმონაქმნების დაფუძნება-საქმიანობის შესახებ არ არის დადგენილი. მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას რომ დაინტერესებულმა სუბიექტმა დააფუძნოს ისეთი წარმონაქმნები, რომელიც თავისი არსით შეიძლება ძირითადად აკმაყოფილებდეს სოციალური საწარმოსათვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს.
მდგრადი განვითარების მიზნები
https://www.un.org/sustainabledevelopment/
ანგარიშგების გლობალური ინიციატივა
https://www.globalreporting.org
GRI ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც შეიმუშავა მთელი რიგი სტანდარტები და მოთხოვნები მდგრადი განვითარების/CSR ანგარიშის დასაწერად.
ISO 26000
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო სტანდარტი.
გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი
გლობალური შეთანხმების ათი პრინციპი წარმოადგენს კორპორატიული პასუხისმგებლობის საზიარო ეთიკურ და პრაქტიკულ ჩარჩოს – გაგებული და გააზრებული მსოფლიოს მასშტაბით – კომპანიის ზომის, წყობის და მდებარეობის მიუხედავად.
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის “სახელმძღვანელო მითითებები მრავალეროვანი საწარმოებისთვის”
OECD-ის სახელმძღვანელო აძლევს რეკომენდაციებს მულტინაციონალურ კომპანიებს იმ პრინციპებისა და სტანდარტების შესახებ, რომელიც სოციალურად პასუხისმგებელმა ბიზნემა უნდა დაიცვას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხზე ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი საერთაშორისო დონეზე.
გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესი და ადამიანის უფლებების შესახებ
სახელმძღვანელო მიზნად ისახავს დაამკვიდროს გლობალური სტანდარტი და აღმოფხვრას ბიზნესის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.
ევროკავშირის 2011-2014 წლების სტრატეგია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ
რიოს დეკლარაცია გარემოსა და განვითარების შესახებ
დეკლარაცია გამოქვეყნდა 1992 წელს რიო დე ჟანეიროში, გაეროს კონფერენციაზე, რომელიც ცნობილია როგორც დედამიწის სამიტი. რიოს დეკლარაცია მოიცავს 27 პრინციპს, რომლითაც სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ მდგრადი განვითარების კუთხით. მას ხელი 170 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა.