კომპანიას, რომელსაც ჩამოყალიბებული CSR სტრატეგია აქვს – იზიდავს საუკეთესო კადრებს, ზრდის მოტივაციას თანამშრომლებში და ზრდის ბრენდის რეპუტაციას.
CSR-ის მნიშნელობა დღითი დღე იზრდება, თაობა “Y”-ის (1980-1990 წლებში დაბადებული თაობა) უმეტესობა ეძებს იმ კომპანიებს, რომლებსაც სოციალური პასუხისმგებლობა განვითარებული აქვთ. Harvard Business Review-ს ანგარიშის მიხედვით ძალიან დიდი კავშირია CSR პროგრამებსა და კომპანიის ფინანსებს შორის: „CSR არის უფრო მეტი ვიდრე ხარჯი, ეს არის ინვესტიცია, რომელსაც მოაქვს კონკურენტული უპირატესობა.“
როგორც იცით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპლექსური საკითხია. ჩემს პირველ ბლოგში მე, ვისაუბრებ იმ დადებით შედეგებზე, რაც CSR სტრატეგიას მოაქვს ბიზნესკომპანიებისთვის.
დღევანდელი მომხმარებელი ბიზნესს მაღალ სტანდრატებს უყენებს, ისინი ხარისხისა და ფასის გარდა სხვა სარგებელსაც ითხოვენ. „Cone Communication“-ის კვლევის მიხედვით ათიდან ცხრა მომხმარებელი კომპანიისგან ითხოვს, რომ ბიზნესმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გარემოსა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, გამოკითხულთა 84% კი ამბობს, რომ უპირატესობას ანიჭებს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს.

