CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

ჭდე: “კორონავირუსი”

„ბლაუენშტაინ საქართველომ“ კრიზისის გამო თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა და სამუშაო დრო შეამცირა

„არსებული კრიზისის გამო, ხელფასები გავზარდეთ და ვფიქრობთ, რომ პანდემიის ჩავლის შემდეგ ეს დამატებითი ბონუსები რეგულარული ანაზღაურება გახდება.“– ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიულმა კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმოება და გაყიდვები შეუფერხებლად განაგრძო. ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი, თათია არაბიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს საგანგებო მდგომარეობისა და ვირუსის პირველივე აფეთქების დროს ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა პიკური იყო, თუმცა,  ქსელი პროდუქტის დეფიციტს არ განიცდის და რეალიზაცია არც ახლა შემცირებულა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Vendoo.ge მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს

ბოლო პერიოდის განმავლობაში ვირუს COVID-19-სგან თავდასაცავი ბევრი რეკომენდაციის წაკითხვა შეგვეძლო – პირბადეები, ჰიგიენისთვის მეტი ყურადღების დათმობა, საკუთარი სახის შეხებისგან თავშეკავება, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ რისკის მინიმუმამდე დაყვანის ყველაზე ეფექტური საშუალება სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაციაა. გვირჩევენ, რომ მაქსიმალურად ვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და საუკეთესო შემთხვევაში, საერთოდ არ დავტოვოთ სახლის მიდამოები. თუკი ამ მითითებების გათვალისწინება გადაწყვიტეთ და სოციალური დისტანცირების გზას დაადექით, მაშინ სჯობს ელექტრონული კომერციის სერვისებთან და მათ შორის ვენდუსთან დამეგობრდეთ.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

საქართველო ბანკი ბიზნესს მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს

საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს.ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

“გალფი” ექიმების დახმარების მიზნით სპეციალურ ფონდს ქმნის

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კომპანია გალფმა მიიღო გადაწყვეტილება მხარში დაუგდეს ქართველ ექიმებს. 19 მარტიდან – 19 აპრილის ჩათვლით, გალფში ჩასხმული თითოეული ლიტრი საწვავიდან 5 თეთრი აკუმულირდება კამპანიის ფონდში, რომელიც გადაუნაწილდება ყველა იმ ექიმსა თუ ექთანს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულები არიან COVID-19 -ის დაძლევის პროცესში.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

“ფერმერთა სკოლა” – ნუტრიმაქსის ახალი პროექტი

ნუტრიმაქსმა კრიზისის შედეგად დაზარალებული მოქალაქეთა მხარდაჭერის პროექტი დაიწყო!

ნუტრიმაქსმა, ცხოველთა საკვების მწარმოებელმა კომპანიამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ონლაინ-პორტალის – „ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლის “ პროექტი დაიწყო, რისთვისაც საწყის ეტაპზე 50,000 ლარს დახარჯავს.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

“ნატახტარის” მწარმოებელი კომპანია “ეფეს საქართველო” COVID-19-ის წინააღმდეგ

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“, საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 150 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

როგორ აპირებს კომპანია ამ თანხის დახარჯვას?

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

„Move on Georgia” – ნექსია თიეის ახალი პროექტი

 დღეს კორონა ვირუსმა მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ასეთი ტიპის მოვლენები განსაკუთრებულად მგრძნობიარეს ხდის ისეთ პატარა ეკონომიკებს, როგორიც საქართველოა. მომავლის განჭვრეტა არც თუ ისე მარტივია, მრავალი ქვეყანა მსოფლიო პანდემიის დასრულების შემდეგ სრულიად სხვა მოცემულობის წინაშე დადგება.

ამ ყველაფრის გათვლისიწინებით Nexia TA-მ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეიტანოს ბიზნესის მხარდაჭერაში და აქტიური მდგომარეობის შენარჩუნებაში.

სწორედ ამიტომ, კომპანიამ დაიწყო სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი, სახელწდებით „Move on Georgia”, რომელიც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური რეცესიის ხელისშეშლას და წარიმართება ორი შემდეგი მიმართულებით:(1) უფასო ვებინარები; (2) უფასო კონსალტინგი

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

კომპანია “MBC” კორონავირუსის წინააღმდეგ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ემბისიში რეგულარულად ხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული და რეკომენდირებული ღონისძიებები.

აქტივობები ითვალისწინებს, როგორც რეგულარული სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, ასევე თანამშრომელთა კონტაქტების შემცირებისა და სერვისცენტრებში მომხმარებლების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn