„არსებული კრიზისის გამო, ხელფასები გავზარდეთ და ვფიქრობთ, რომ პანდემიის ჩავლის შემდეგ ეს დამატებითი ბონუსები რეგულარული ანაზღაურება გახდება.“– ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიულმა კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმოება და გაყიდვები შეუფერხებლად განაგრძო. ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი, თათია არაბიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს საგანგებო მდგომარეობისა და ვირუსის პირველივე აფეთქების დროს ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა პიკური იყო, თუმცა, ქსელი პროდუქტის დეფიციტს არ განიცდის და რეალიზაცია არც ახლა შემცირებულა.
ჭდე: “კორონა ვირუსი”
საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს.ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ.
სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანიამ „ნოვა“ პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარი გამოყო.
ნუტრიმაქსმა კრიზისის შედეგად დაზარალებული მოქალაქეთა მხარდაჭერის პროექტი დაიწყო!
ნუტრიმაქსმა, ცხოველთა საკვების მწარმოებელმა კომპანიამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ონლაინ-პორტალის – „ნუტრიმაქსის ფერმერთა სკოლის “ პროექტი დაიწყო, რისთვისაც საწყის ეტაპზე 50,000 ლარს დახარჯავს.
“ჯიპიაი ჰოლდინგი” ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო და დროული CSR პროექტებით. რათქმაუნდა COVID 19-თან ბრძოლაშიც აქტიურად ჩაერთო და ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად მადლობის ფონდი შექმნა. ფონდში ჩარიცხული 100 000 ლარით კი თითოეულ მათგანს ანაზღაურებას გაუორმაგებს.
დღევანდელ დღეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ცუდად აისახება, როგორც ჩვენ ფსიქიკაზე ასევე ფინანსურ მდგომარეობაზე. ამ დროს ნებისმიერი სახის წახალისება თუ გვერდში დგომა მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.
კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთო COVID 19-თან ბრძოლაში და ძალიან საინტერესო კამპანიებსა თუ პროექტებს ჩაუყარა საფუძელი.
მათ შორისაა ფინკა ბანკი, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავის თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე.
„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“, საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 150 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.
როგორ აპირებს კომპანია ამ თანხის დახარჯვას?
COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან ბევრი კომპანია ჩაერთო. მათ შორისაა თიბისი ბანკიც, რომელმაც 5 000 000 ლარი გამოყო და საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად დაიწყო ახალი პროგრამა “თიბისი შენთვის”.
კამპანია H4H – Humans for Humans | ადამიანები – ადამიანებისთვის დაიწყო 23 მარტს და მას ორგანიზებას HR პროფესიონალთა ასოციაცია უწევს.