მიყვარს, როცა თანამშრომლებზე ზრუნავენ.
რაც წამიკითხავს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბევრ სხვადასხვა რამეში შეიძლება რომ გამოვლინდეს. თემის განვითარების ხელშეწყობაც მაგარია და გარემოზე ზრუნვაც, მაგრამ ყველაზე უფრო ის მაგალითები მომეწონა, როდესაც კომპანია აუცილებელზე ბევრად მეტს აკეთებს საკუთარი თანამშრომლების მხარდასაჭერად.
დღევანდელი მომხმარებელი ბიზნესს მაღალ სტანდრატებს უყენებს, ისინი ხარისხისა და ფასის გარდა სხვა სარგებელსაც ითხოვენ. „Cone Communication“-ის კვლევის მიხედვით ათიდან ცხრა მომხმარებელი კომპანიისგან ითხოვს, რომ ბიზნესმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გარემოსა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, გამოკითხულთა 84% კი ამბობს, რომ უპირატესობას ანიჭებს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს.

