CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

ჭდე: “ფეა თრიზ”

Fair Trees საქართველოს ინიციატივა – მკერდის სიმსივნის უფასო დიაგნოსტიკა

No photo description available.Fair Trees Georgia საახალწლო ნაძვის ხეების მწარმოებელი კომპანიაა რაჭაში, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩევა. კომპანიის გუნდი ყოველი წლის სექტემბერში ტრადიციულად ახორციელებს მკერდის სიმსივნის უფასო, დროულ დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისათვის. Covid 19-მა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა კომპანია – პანდემიის პერიოდში დაგეგმილი კვლევები ამბროლაურის კლინიკაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუციიდან გამომდინარე კლინიკის მენეჯერმა უარი განაცხადა სივრცის დათმობაზე.

მიუხედავად გამოწვევებისა კომპანია ფეა თრიიზმა მიიჩნია, რომ დაუშვებელია სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შეჩერება და თავის თავზე აიღო პროექტის განხორციელება. პროექტი დაიწყო 2020 სექტემბერში და დღესაც მიმდინარეობს.

გაითვალისწინა რა ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაცია, კომპანიის მიერ მოხდა კერძო მობილური კლინიკის დაქირავება, რისი მეშვეობითაც სკრინინგის მსურველი ქალბატონების კვლევები სხვადასხვა ლოკაციებზე უტარდებოდათ. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების გადაყვანა ხდება კვალიფიციურ კლინიკაში შემდგომი კვლევბისათვის, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, რათა მოხდეს კვლევების და მკურნალობის ბოლომდე მიყვანა.

პროექტის მართვაში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყო წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელიც უზრუნველყოფთა პანდემიის მართვისთვის საჭირო რეგულაციების დაცვას და პაციენტთა და მედპერსონალის უსაფრთხოებას.


10/08/2021

ელენე ჩხეიძე

Please follow and like us:

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

12 დეკემბერს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებას დაესწრო 250 ადამიანი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn