კომპანია BDO საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა.
Covid 19-ის კრიზისის დაწყებიდან სულ რამდენიმე კვირაში, ბიზნესის მხარდასაჭერად, ბიდიომ ნაცნობი თემების ახლებურად დანახვის კამპანია Rethink-ი დაიწყო, რომლის მიზანია სხვადასხვა სექტორში მოქმედ, განსხვავებული მასშტაბის კომპანიებს დაეხმაროს წარმატებით გადაეწყონ ახალ რეალობაში და შეიმუშავონ სწორი ბიზნესსტრატეგიები. ბიდიომ საქართველოში კონცეფციის ლოკალური ბაზრისთვის ადაპტირება განახორციელა, შეიმუშავა სპეციალური ვებგვერდი და კომპანიებს შესთავაზა ახალ რეალობაში ლავირების თავისი ხედვა. Rethink-ის კონცეფცია არის 3 ეტაპისგან შემდგარი მოდელი – რეაგირება, მდგრადობა და გარდასახვა – ეს არის ეტაპები, რომლებსაც ყველა კომპანია გაივლის კრიზისიდან გამოსვლის და ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებისთვის.