CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

ჭდე: “COVID 19” (Page 2 of 5)

დასაქმების მაძიებელთა ონლაინ პლატფორმა “ჰირო”-ს CSR ინიციატივა

“ჰირო” დასაქმების მაძიებელთა ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ეფექტურად აკავშირებს ერთმანეთთად დასაქმების მაძიებელსა და დამსაქმებლებს. პანდემიის დროს კომპანიამ განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო კოვიდი 19-ის მიერ ბაზარზე შექმნილი რთული მდგომაროების დროს, როგორც კომპანიების, ასევე სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანიების მხარდაჭერა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ფაგიო COVID19-ის წინააღმდეგ

ფაგიო Archives - დედამ იცისკომპანია ბიოქიმფარმი ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ქმნის და აწარმოებს ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებულ პრეპარატებს. პანდემიის დასაწყისშივე, კომპანიამ მომხმარებლებისათვის სპეციალური აქციის შეთავაზება გადაწყვიტა, რომელიც ვირუსის გავრცელების ტემპების შემცირებას ისახავდა მიზნად.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

საქართველოს ბანკი ონლაინ სწავლების მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივამსოფლიო პანდემიამ საქართველო ბევრი ახალი პრობლემის წინაშე დააყენა. თუმცა, ქვეყნის განათლების სისტემა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადაწყობა, სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის რთული პროცესი იყო. საქართველოს განათლების სისტემაში არსებული პრობლემების და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, სკოლებს და უნივერსიტეტებს არ ჰქონდათ გამოცდილება და გამართული სისტემა მთლიანი სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმზე გადასაწყობად..

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 მესამედ ცხადდება!

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 – განაცხადების მიღებას იწყებს!

Meliora – საქართველოში ყველაზე გამორჩეული ჯილდო, ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და  პოპულარიზაციას. ასევე, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Quick-ის ახალი პლატფორმა სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად

Quickstart-ი ციფრული სააგენტო Quick“-ის ახალი პლატფორმაა, რომელიც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანი სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის უსასყიდლოდ მიწოდება და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმაში ხელშეწყობაა.პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჯგუფი Quickstart – სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, სადაც დაინტერესებული პირები Quick-ის სპეციალისტებისგან მიიღებენ ინფორმაციულ მხარდაჭერას, შეძლებენ მოითხოვონ პირადი კონსულტაცია და სურვილის შემთხვევაში, სამთვიანი, ინდივიდუალური, კომპანიის საჭიროებებზე მორგებული კონტენტ და სარეკლამო სტრატეგია შექმნან.

ბენეფიციარებთან კომუნიკაცია სხვადასხვა გზებით: პირდაპირი ვიდეო ზარებით, შეხვედრებითა და ჯგუფური კონსულტაციებით მოხდება. წლის ბოლოს ამ აქტივობების შედეგად კონსულტაცია შედგება 2500-მდე მცირე ბიზნესისა და სტარტაპის წარმომადგენელთან.

თანამედროვე სამყაროში ოპერაციების გაციფრულება ბიზნესის კრიზისიდან სწრაფი გამოსვლისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ციფრული ტექნოლოგიების მუდმივი განახლებიდან გამომდინარე, ინფორმაცია მცირე რესურსის მქონე კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამ ტიპის კომპანიები ეკონომიკის დიდ წილს წარმოადგენენ, ამიტომ Quickstart-ის იდეაზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მისი განხორციელების აუცილებლობა კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა. სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის სწრაფი განვითარებისთვის ციფრული სააგენტო Quick-ის სპეციალისტების მიერ ინდუსტრიაში არსებული გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაზიარება Quickstart-ის მთავარი ამოცანაა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Mastercard და Carrefour მარტოხელა ხანდაზმულთა დასახმარებლად ერთიანდებიან

Mastercard და Carrefour ერთიანდებიან და ახალ სოციალურ კამპანიას იწყებენ, რომელიც, ერთი მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ – მარტოხელა ხანდაზმულთა დახმარებას ემსახურება.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

100 000 უფასო ავიაბილეთი ექიმებს ყატარის ავიახაზებისაგან

COVID-19-თან ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ მედიკოსებს ყატარის ავიახაზები 100,000 ეკონომკლასის უფასო ავიაბილეთს სთავაზობს, ავიახაზების ქსელის ნებისმიერ მიმართულებაზე.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

სამშენებლო კომპანია “ტრანსმშენი” COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლ ექიმებს დაეხმარა

სამშენებლო კომპანია “ტრანსმშენმა” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა 2,500 ერთეული ერთჯერადი სამედიცინო დანიშნულების ხალათი ექიმებისთვისა და ექთნებისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდე ბრძოლაში არიან ჩართულები.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

უფასო გარე რეკლამა კომპანიებს, რომლებსაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვთ წვლილი – Billboards Base-ის კამპანია

Billboards Base, კომპანიებს, რომლებსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვთ წვლილი, სარეკლამო სივრცეებს, იჯარის გადასახადის გარეშე სთავაზობს. გარე რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ, ლოკაციები თავად შეარჩიონ, Billboards.ge-ზე. კამპანიის მიზანია, ბიზნესის დახმარება და მათი თითოეული გზავნილის საზოგადეობამდე ზუსტად მიტანა, რომ პანდემიასთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

On.ge მცირე ბიზნესებს სტატიის მომზადებას სიმბოლურ ფასად სთავაზობს

კორონავირუსის გამო შეჩერებულმა ეკონომიკამ ყველაზე დიდი დარტყმა მცირე და საშუალო ბიზნესებს მიაყენა, რომელთაც დიდი დანაზოგი არ ჰქონდათ არსებობის გაგრძელებისათვის. განსაკუთრებით დაზარალდა გართობის ინდუსტრია. ახლა, როცა ეკონომიკა ნელ-ნელა იხსნება, On.ge -ს უნდა წვლილი შეიტანოს ამ კომპანიების ღირსეულად დაბრუნებაში და ითვალისწინებენ რა, რომ მათ შეიძლება სარეკლამო ბიუჯეტი საერთოდ არ ჰქონდეთ, სიმბოლურ ფასს თავაზობენ თავის მომსახურებებზე.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Page 2 of 5

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn