“ჰირო” დასაქმების მაძიებელთა ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ეფექტურად აკავშირებს ერთმანეთთად დასაქმების მაძიებელსა და დამსაქმებლებს. პანდემიის დროს კომპანიამ განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო კოვიდი 19-ის მიერ ბაზარზე შექმნილი რთული მდგომაროების დროს, როგორც კომპანიების, ასევე სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანიების მხარდაჭერა.
„Quickstart“-ი ციფრული სააგენტო „Quick“-ის ახალი პლატფორმაა, რომელიც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანი სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის უსასყიდლოდ მიწოდება და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმაში ხელშეწყობაა.პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჯგუფი „Quickstart – სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა“, სადაც დაინტერესებული პირები „Quick“-ის სპეციალისტებისგან მიიღებენ ინფორმაციულ მხარდაჭერას, შეძლებენ მოითხოვონ პირადი კონსულტაცია და სურვილის შემთხვევაში, სამთვიანი, ინდივიდუალური, კომპანიის საჭიროებებზე მორგებული კონტენტ და სარეკლამო სტრატეგია შექმნან.
ბენეფიციარებთან კომუნიკაცია სხვადასხვა გზებით: პირდაპირი ვიდეო ზარებით, შეხვედრებითა და ჯგუფური კონსულტაციებით მოხდება. წლის ბოლოს ამ აქტივობების შედეგად კონსულტაცია შედგება 2500-მდე მცირე ბიზნესისა და სტარტაპის წარმომადგენელთან.
თანამედროვე სამყაროში ოპერაციების გაციფრულება ბიზნესის კრიზისიდან სწრაფი გამოსვლისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ციფრული ტექნოლოგიების მუდმივი განახლებიდან გამომდინარე, ინფორმაცია მცირე რესურსის მქონე კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამ ტიპის კომპანიები ეკონომიკის დიდ წილს წარმოადგენენ, ამიტომ „Quickstart“-ის იდეაზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მისი განხორციელების აუცილებლობა კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა. სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის სწრაფი განვითარებისთვის ციფრული სააგენტო „Quick“-ის სპეციალისტების მიერ ინდუსტრიაში არსებული გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაზიარება „Quickstart“-ის მთავარი ამოცანაა.
კომპანია ბიოქიმფარმი ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ქმნის და აწარმოებს ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებულ პრეპარატებს. პანდემიის დასაწყისშივე, კომპანიამ მომხმარებლებისათვის სპეციალური აქციის შეთავაზება გადაწყვიტა, რომელიც ვირუსის გავრცელების ტემპების შემცირებას ისახავდა მიზნად.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 – განაცხადების მიღებას იწყებს!
Mastercard
COVID-19-თან ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ მედიკოსებს ყატარის ავიახაზები 100,000 ეკონომკლასის უფასო ავიაბილეთს სთავაზობს, ავიახაზების ქსელის ნებისმიერ მიმართულებაზე.
სამშენებლო კომპანია “ტრანსმშენმა” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა 2,500 ერთეული ერთჯერადი სამედიცინო დანიშნულების ხალათი ექიმებისთვისა და ექთნებისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდე ბრძოლაში არიან ჩართულები.
Billboards Base, კომპანიებს, რომლებსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვთ წვლილი, სარეკლამო სივრცეებს, იჯარის გადასახადის გარეშე სთავაზობს. გარე რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ, ლოკაციები თავად შეარჩიონ,
კორონავირუსის გამო შეჩერებულმა ეკონომიკამ ყველაზე დიდი დარტყმა მცირე და საშუალო ბიზნესებს მიაყენა, რომელთაც დიდი დანაზოგი არ ჰქონდათ არსებობის გაგრძელებისათვის. განსაკუთრებით დაზარალდა გართობის ინდუსტრია. ახლა, როცა ეკონომიკა ნელ-ნელა იხსნება, On.ge -ს უნდა წვლილი შეიტანოს ამ კომპანიების ღირსეულად დაბრუნებაში და ითვალისწინებენ რა, რომ მათ შეიძლება სარეკლამო ბიუჯეტი საერთოდ არ ჰქონდეთ, სიმბოლურ ფასს თავაზობენ თავის მომსახურებებზე.

