„თაობა Z“ – ასე მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებიც 1990 წლების ბოლოს და 2000 წლების დასაწყისში დაიბადნენ. ეს არის თაობა – early adapter, ანუ თაობა, რომელიც პირველი ითვისებს ტექნოლოგიურ სიახლეებს და მუდამ აქვს წვდომა ინტერნეტთან.

2020 წლისთვის ბიზნეს კომპანიათა კლიენტების 40% სწორედ აღნიშნულითაობა იქნება (2.56 მილიარდი ადამიანი).

Cone communication-ის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ წინა თაობებთან შედარებით, „თაობა Z“-ს უფრო ადარდებს გარემო და სოციალური პრობლემები და ასევე აქვთ სურვილი მონაწილეობდნენ მის მოგვარებაში.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

„თაობა Z“-ის გამოკითხულთა 94% თვლის, რომ კომპანიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა სოციალური და გარემოს დაცვითი პრობლემების მოგვარებაში.

გამოკითხულთა 89%  კი ამბობს, რომ პროდუქციის შერჩევისას აქცევენ ყურადღებას თუ რამდენად გათვალისწინებულია სოციალური და გარემოს დაცვის საკითხები, თუმცა შესყიდვაზე მხოლოდ 65% იღებს გადაწყვეტილებას ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით.

გამოკითხულთა 81% თვლის, რომ სოციალური მედიის დახმარებით და მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე ხალხის შემოკრებით, შეუძლიათ იქონიონ გავლენა სოციალურ და გარემო პრობლემების მოგვარებაზე.

 

კვლევა ძალიან საინტერესო საკითხებს ეხება. მისი სრულად გაცნობა შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:

http://www.conecomm.com/2017-cone-gen-z-csr-study-pdf


წყარო: http://www.conecomm.com