სუპერ-ბოული (Super Bowl) – პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატია. მისი ტრანსლირება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს თვალს.

კომპანიები სწორედ ამ პერიოდს იყენებენ მომხმარებლისთვის სასურველი მესიჯის გასაგზავნად. 2017 წელი განსხვავებული იყო, რადგან კომპანიათა უმეტესობამ ეს შესაძლებლობა გამოიყენა საკუთარი CSR აქტივობების პოპულარიზაციისთვის, კერძოდ კი, ფართო აუდიტორიას გააცნეს საკუთარი CSR პრიორიტეტები და ღირებულებები.

შემოგთავაზებთ ორ, ჩემი აზრით, ყველაზე გამორჩეულ და დასამახსოვრებელ სარეკლამო რგოლს.

კომპანია „Airbnb“ ცნობილია თავის სოციალური პროექტებით. კომპანიამ გამოთქვა სურვილი დევნილებისთვის  ცხოვრება შეემსუბუქებინა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში 100 000 ადამიანს უზრუნველყოფდა მოკლევადიანი საცხოვრებლით.

სუპერ-ბოულის საეთერო დრო კომპანია Airbnb-იმ გამოიყენა და წარადგინა ახალი ვიდეო რგოლი, მთავარი მესიჯით – #WeAccept. ვიდეო გმობს ყველანაირ დისკრიმინაციას და ადამიანებს ქცევის ცვლილებისკენ მოუწოდებს. კამპანია ხაზს უსვამდა Airbnb-ის ღირებულებებს.

როგორც „Airbnb“-ის CEO ამბობს, ხშირად ბინის მეპატრონეები დისკრიმინაციული მიდგომებით არჩევენ დამქირავებელს.

სწორედ ამ ფაქტმა ჩაუყარა საფუძველი აღნიშნულ კამპანიას.

გთავაზობთ ვიდეო რგოლს:

 

„Audi“-მ კი სუპერ ბოულის სტადიონზე განთავსებული სარეკლამო სივრცე გამოიყენა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გასაშუქებლად, კერძოდ, კომპანია წლებია გენდერული თანასწორობის მომხრეა და ამ სივრცეში განთავსებული რეკლამით ხაზგასმით აღინიშნა, რომ სქესის მიუხედავად ყველას თანაბარი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.

რეკლამის ბოლო კადრი ამბობს:

„Audi of America is committed to equal pay for equal work.“  (ამერიკაში, აუდი მომხრეა გადაიხადოს  ერთი და იგივე საფასური ერთნაირ სამუშაოში) – სწორედ ასე წარმოაჩინა კომპანიამ საკუთარი ღირებულებები და პრინციპები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კამპანიას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა და ბევრ ადამიანში ნეგატიური დამოკიდებულება გააჩინა, კომპანიამ მაინც მიაღწია მიზანს და მოახერხა საზოგადოების ამ თემაზე ალაპარაკება; საკითხის წინ წამოწევისთვის კი ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

იხილეთ ვიდეო:


ელენე ჩხეიძე