CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

საკომუნიკაციო კამპანია „ახალი ხილი“

საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნა, რომ ბიზნესმა არ იზრუნოს მხოლოდ საკუთარ მოგებაზე და საზოგადოებასაც მოუტანოს სიკეთე. თავის მხრივ, კომპანიებიც ხვდებიან, რომ პასუხისმგებლობის აღება და საზოგადოებაზე ზრუნვა სასიკეთოდ აისახება მათ საქმიანობაზეც. მიუხედავად ამისა, ბიზნესის სოციალური როლის გააზრება ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ახალი ხილია და ნაკლებად არის ცნობილი როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ისე ორგანიზაციების უმრავლესობისთვის.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და სარეკლამო კომპანია Saatchi & Saatchi-ის ინიციატივით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საკომუნიკაციო კამპანია „ახალი ხილი“ დაიწყო. კამპანია ხორციელდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

კამპანიის მიზანია ახალი, საინტერესო კონცეფციით, ერთი მხრივ, ფართო საზოგადოებას გააცნოს CSR-ის მნიშვნელობა, ხოლო მეორე მხრივ, წაახალისოს ბიზნეს კომპანიები საკუთარ საქმიანობაში დანერგონ და განავითარონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

კამპანიის იდეა ლუკა ივანიძეს პრინტ ნამუშევრიდან გაჩნდა, რომელიც 2017 წელს, CSR-ის შესახებ CSRDG-ის მიერ ჩატარებული პრინტების კონკურსის გამარჯვებული გახდა.

კამპანიის ვიზუალური მხარე, სარეკლამო კომპანია Saatchi & Saatchi-იმ პრობონოდ ანუ უსასყიდლოდ შექმნა. კამპანია „ახალი ხილი“ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებს გამოიყენებს და შეეცვდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოებისათვის არც ისე ახალი, არამედ უკვე კარგად ნაცნობი ხილი გახდეს.

გაეცანით კამპანიას უფრო დეტალურად PDF.


 

 

Please follow and like us:

Previous

ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ – ალექსანდრე ლორთქიფანიძე

Next

სწრაფად დასაგემოვნებელი ახალი ხილი

2 Comments

  1. ელისო

    სად შეიძლება ამ ხილის შეძენა

  2. sopo

    gamarjoba “axali xili”s aplikacia sad sheidzleb vipovo ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn