სამშენებლო კომპანია “ტრანსმშენმა” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა 2,500 ერთეული ერთჯერადი სამედიცინო დანიშნულების ხალათი ექიმებისთვისა და ექთნებისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდე ბრძოლაში არიან ჩართულები.

“დღეს ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, რთული გამოწვევების წინაშე დგას. ვფიქრობთ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენი წვლილი შევიტანოთ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში” – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია “ტრანსმშენისთვის” როგორც უდიდესი ისტორიის მქონე სამშენებლო კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, შესაბამისად, მომავალშიც გეგმავს ამ მიმართულებით აქტივობებს.


წყარო: www.interpressnews.ge

Please follow and like us: