გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აიღო აღნიშნული მიზნების მიღწევაზე.
გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და KPMG -ის თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა SDG Industry Matrix, რომელიც კერძო კომპანიებს ანახებს გზებს და მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება თითოეული მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა.
აღნიშნული გაიდლაინი შემუშავდა შემდეგი მიმართულებებისთვის:
– ფინანსური სერვისები
– საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი
– ჯანდაცვა
– მრეწველობა
– ტრანსპორტი
– ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები
– გარემოს დაცვა
ამ ბლოგში განვიხილავთ თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მეორე მიზანს და დაამარცხონ შიმშილი. (წაიკითხეთ ბლოგი პირველი მიზნის, სიღარიბის დამარცხების შესახებ)
მიზანი 2 – არა შიმშილს
ფინანსური სერვისები
შესაძლებლობები კომპანიებისთვის
● მთავრობებთან და განვითარების ხელშემწყობ საფინანსო ორგანიზაციებთან
თანამშრომლობა, მდგრადი სოფლის მეურნეობის დაფინანსების გასაზრდელად. მათ შორის ისეთი ადამიანების დაფინანსების ხელშეწყობა, რომლებსაც გააჩნიათ მეტად სუსტი ფინანსური მდგომარეობა, მათ შორის ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები.
● სადაზღვევო პაკეტების გაფართოება მცირე ფერმერებისთვის, ხელმისაწვდომი
ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორებიცაა მობილური ანგარიშსწორება და სატელიტით მონიტორინგი. ფერმების აგრეგატორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოკვლევა, ინვესტორებზე და გადამზღვევ კომპანიებზე ზეგავლენის მოხდენა რათა მათ უზრუნველყონ სესხთან დაკავშირებული სადაზღვევო პროდუქტები. სახელშეკრულებო თესლის მწარმოებლების დაზღვევა, რძის მომცემი მეცხოველეობის დაზღვევა და ხელმეორედ თესვის გარანტიები.
● Scaling Up Nutrition Business Network-ში გაერთიანება იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს სხვა კომპანიებთან, მთავრობებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, რათა განისაზღვროს ახალი ინკლუზიური მდგრადი ბიზნეს შესაძლებლობები (მაგ., თესლის წარმოებისა და მიკრომკვებავი ნივთიერებების ინოვაციების დაფინანსება).
● განხორციელდეს პასუხისმგებელიანი სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის პოლიტიკა, მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის პასუხისმგებლიანი ინვესტირების პრინციპებისა და სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროების ბიზნესის გაეროს გლობალური ხელშეკრულების პრინციპების შესაბამისად ისე, რომ ბიზნესის პრაქტიკამ და ინვესტიციებმა არ დაარღვიონ ადამიანის ან მიწის საკუთრების უფლებები, ხელი შეუწყოს სურსათის პროდუქტებზე ფასების მერყეობას, ან სასურსათო პროდუქტების
სპეკულაციურ ვაჭრობას.
მაგალითი:
ბრაზილიის ბანკი თანამშრომლობს მთვრობასთან, რათა მოხდეს სპეციალური სესხების შემუშავებახ რომელიც კორგებული იქმება ქალი ფერმერების საჭიროებებზე.
ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
● ტერიტორიის წყალმომარაგებისა და ინფრასტრუქტური მოწყობის შესაძლებლობების შემუშავება ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო საჭიროებების გათვალისწინებით. მხედველობაში იქნას მიღებული ადგილობრივ თემზე საერთო სარგებლობის რესურსების მიწოდების ყველა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ზეგავლენა.
● მაღაროების, გამწმენდი და საწარმოო ობიექტების მიმდებარე სოფლების თემებში ფერმერული მეურნეობის მწარმოებლურობისა და სიმძლავრეების განვითარება, მდგრადი ენერგიისა და სასუქების პროდუქტებზე ადგილობრივი მოთხოვნილების გაზრდა. ამავე დროს, თანამშრომლებისთვის სასარგებლო და მკვებავი ნივთიერებების შემცველი, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ადგილობრივი საკვები პროდუქტების ხელშეწყობა.
● მაღაროების და საწარმოების მიმდებარედ არსებული წყალშემკრები ობიექტებისა და ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერების შენარჩუნება. საბაზისო კვლევების ჩატარება იმისათვის, რომ დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ ტოქსიკური ნივთიერებები არ ხვდება ნიადაგსა და წყლებში.
● ფერმერულ მეურნეობებზე ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს პროდუქტიულობა და ფერმერებმა უკეთ შეძლონ თანამშრომლების შენარჩუნება.
● მონაწილეობის მიღება ენერგომომარაგების კომპანიებსა და სასოფლო-სამეურნეო მექანიზირებული ტექნიკის (მათ შორის ტრაქტორების) მიმწოდებელ კომპანიებს შორის თანამშრომლობის საკითხებში იმისათვის, რომ გაიზარდოს ხელმისაწვდომ მექანიზებულ ტექნიკასთან წვდომა.
● მცენარეთა დაცვის მდგრადი და ხელმისაწვდომი ქიმიკატებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო გადაწყვეტილებების და სისტემების შემუშავება, საკვებისა და საძოვრების მკვებავი ღირებულების, ხარისხის და წარმოების ინტენსივობის გასაუმჯობესებლად.
● მაღაროების, გამწმენდი და საწარმოო ობიექტების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დაპროექტება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის საჭიროებების გათვალისწინებით. წყლის გამოყენებასა და შენახვას შორის სინერგიული ეფექტის პოვნა.
● ბიომასის შესყიდვა განვითარებადი ქვეყნების ფერმერებისგან, საწვავის მდგრადი წარმოებისა და ენერგიის წარმოებაში წვლილის შეტანის მიზნით. ასევე ეს ყველაფერი აისახება ფერმერთა შემოსავალზეც.
● კალქვის (პოტაშის) მაღაროების შექმნა, რათა უზრუნველყოფილ იქნას როგორც მიმდებარე თემების, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონების მიწის ნიადაგების განოყიერება. „ნოყიერება ზრდისათვის“ პირობის უზრუნველსაყოფად, ბიზნესმა აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიაში სწორი კვების დანერგვის პოლიტიკაზე. პირველი გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით იყოს თანამშრომლების პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის მხარდაჭერა, ნოყიერების პოლიტიკის დანერგვითა და მეძუძუვე დედების მხარდაჭერით
მაგალითი:
წამყვანი ბიოლოგიური პოლიმეტრის მწარმოებელი კომპანია Braskem აწარმოებს მულჩს, რომელიც გამოიყენება მიწის დასაფარად. 2015 წელს ElectroPlastic-თან და ბრაზილიის ფედერალირ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, კომპანიამ ჩაატარა კვლევა, რომელიც იკვლევდა თუ რანდენად უკეთესი შედეგი აქვს ყავის წარმოებაში მულჩირებულ მიწას.
აღმოჩნდა რონ მულჩი ხელა უშლის სარეველებს გაზრდაში, რის შედეგადაც ამცირებს ხარჯებს. ასევე მიწა საჭიროებს ნაკლებ მორწყვას, რადგან მულჩი უნარჩუნებს ტენიანობას.
საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი
შესაძლებლობები
● თანამშრომლობა ფერმერებთან, საკვების მწარმოებლებთან და მოვაჭრეებთან, რათა გაიზარდოს მწარმოებლურობის, შენახვის, ლოგისტიკისა და ბაზრის ეფექტურობა. ამით მათ შესაძლებლობას მივცემთ შევიდნენ/დარჩნენ კომპანიის ღირებულების შექმნის ჯაჭვში, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი, კონკურენტული ფასების მქონე საკვების წარმოებით.
● სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებების, საკვები პროდუქტების მწარმოებლებისა და მოვაჭრეების კაპიტალთან დაკავშირება, მათი ფერმერული პლატფორმებისა და ბაზრების შესაძლებლობების განვითარების მიზნით.
● მობილური ქსელების ბერკეტის გამოყენება, რათა ფერმერებმა შეძლონ რეალურ დროში ბაზრებზე წვდომა და მობილური ანგარიშსწორების განხორციელება (განსაკუთრებით ისეთ სოფლებში, სადაც არ არის საბანკო ინფრასტრუქტურა).
● მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი საკვები პროდუქტების ადგილობრივი ვარიაციების შემუშავება, განვითარებადი თემების მკვებავი ნივთიერებების საჭიროებების დასადგენად.
● ინოვაციური გადაწყვეტილებების მხარდაჭერა (მაგ. მცენარეების, აკვაკულტურების, მწერებისგან დამზადებული, სინთეზური და სხვა ცილების გამოყენებით) მზარდი მსოფლიო მოსახლეობისთვის საკვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
● Scaling Up Nutrition Business Network ქსელში გაწევრიანება (/მხარდაჭერის გაგრძელება) იმისათვის, რომ მოხდეს თანამშრომლობა სხვა კომპანიებთან, მთავრობებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოხდეს ახალი, ინკლუზიური და მდგრადი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება (მაგ., თესლის წარმოების დაფინანსება და მიკრომკვებავების ინოვაციები და კვლევა).
● განხორციელდეს პასუხისმგებელიანი სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის პოლიტიკა, მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის პასუხისმგებლიანი ინვესტირების პრინციპებისა და სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროების ბიზნესის გაეროს გლობალური ხელშეკრულების პრინციპების შესაბამისად ისე, რომ ბიზნესის პრაქტიკამ და ინვესტიციებმა არ დაარღვიონ ადამიანის ან მიწის საკუთრების უფლებები.
მაგალითი:
კომპანია Starbucks-მა გადაწყვიტა გამოექვეყნებინა მის მიერ ჩატარებული კვლევა ყავის წარმოებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კვლევის გამოქვეყნებამ ზეგავლენა იქონია მსოფლიოს იმ 25 მილიონ ადამიანზე, რომლებიც ყავის წარმოებაში არიან ჩართულები და კვლევის მიგნებები ბიზნესის სასარგებლოდ გამოიყენეს.
ჯანდაცვა
შესაძლებლობები
● მცენარეთა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ცხოველების და სამედიცინო
პროდუქტების შესყიდვების გაზრდა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე
ქვეყნებიდან. ქალი და მამაკაცი ფერმერების ხელშეწყობა მათი მწარმოებლურობის გაზრდის მიზნით.
● სასოფლო-სამეურნეო ბიზნესებთან თანამშრომლობა, რათა შემუშავდეს ტექნიკები მცენარეებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების სამკურნალო თვისებებისა და მკვებავი ნივთიერებების შესანარჩუნებლად, მოსავლის აღების, გადამუშავების, შენახვისა და გადაზიდვის მთელი პერიოდის განმავლობაში.
● ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შემცირების მიზნით, შემუშავდეს
ინოვაციური მიკრომკვებავი დანამატები და საკვების მკვებავი ნივთიერებებით
გამდიდრების გადაწყვეტილებები.
● უზრუნველყოფილ იქნას მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და გაეროსთანთანამშრომლობა, რათა მოხდეს ჩვილების ძუძუთი კვების ხელშეწყობა, ჯანდაცვისმსოფლიო ორგანიზაციის პრინციპების შესაბამისად.
● უზრუნველყოფილ იქნას მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და გაეროსთან თანამშრომლობა, რათა გაიზარდოს თერაპიულ რძესთან და თერაპიულ მკვებავ ნივთიერებებთან წვდომა, საკვების მწვავე უკმარისობასთან საბრძოლველად.
● მწვავე არასაკმარისი კვების მქონე პირებისთვის, მიწის თხილის ბაზაზე შექმნილი თერაპიული საკვების მწარმოებელი ადგილობრივი აგრობიზნესის ხელშეწყობა, აფლატოქსინების აღმოფხვრის გაუმჯობესებული ტექნიკების აგრობიზნესებთან თანამშრომლობით შემუშავებით.
● ინვესტირება ანტიბიოტიკების ალტერნატიულ მედიკამენტებში, რომლებიც
ჩველებისამებრ გამოიყენებიან ცხოველების საკვებში, ინტენსიურ სოფლის მეურნეობაში, ბაქტერიების განადგურების ან დათრგუნვის მიზნით.
● მეცხოველეობის საქმიანობის შედეგების გარემოზე ზემოქმედების შემცირებისა და ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, ცხოველების ინფექციური დაავადებისაგან დასაცავად გაუმჯობესებული გადაწყვეტილებების შემუშავება
● მონაცემებისა და გამოცდილების გაზიარება პოლიტიკოსებისთვის, რათა შემუშავდეს პოლიტიკა არასაკმარისად კვებისა და მიკროელემენტების დეფიციტის შემცირებისკენ.
მაგალითი:
კომპანია Elanco-ს ერთ-ერთი მიზანია დაიცვას ცხოველები დაავადებებისგან და შიმშილისგან.
კომპანიამ შეიმუშავა სახელმძღვანელო და ტექნოლოგიები თუ როგორ უნდა დავიცვათ შინაური ცხოველები დაავადებებისგან. ასევე შევამციროთ შინაური ცხოველების მიერ გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე. ეს ყველაფერი ფერმერებს საშუალებას აძლევს აწარმოოს უფრო მდგრადი და ჯანსაღი საკვები.
მრეწველობა
შესაძლებლობები
● ხელი შეეწყოს ისეთი ტექნიკისა და ინსტრუმენტების განვითარებას, რომელიც გახდის საკვების მოყვანას უფრო ეფექტურს, შეამცირებს წყლის მოხმარებას, პესტიციდების გამოყენებას და იქნება ენერგო ეფექტური;
● მიწოდების ჯაჭვებში ფერმერებისთვის რჩევების მიცემა თუ როგორ იყვნენ უფრო პროდუქტიულები და მდგრადები.
● ბიომასის შესყიდვა განვითარებადი ქვეყნების ფერმერებისგან, საწვავის მდგრადი წარმოებისა და ენერგიის წარმოებაში წვლილის შეტანის მიზნით. ასევე ეს ყველაფერი დადებითად აისახება ფერმერთა შემოსავალზეც.
Jain Irrigation Systems არის კომპანია, რომელიც აწარმოებს სარწყავ სისტემებს. კომპანიამ მცირე მეურნეობებისთვის შექმნა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რომელიც იყენებს შედარებით ნაკლებ წყალს ვიდრე მისი შემცვლელი. Jain Irrigation-ის ხელმძღვანელობა აანალიზებს რომ ტექნოლოგიების დახვეწა მხოლოდ მცირედით აისახება წყლის მდგრად მოხმარებაზე. ისინი
მუშაობენ მომხმარებლებთან და ასწავლიან მათ როგორ გამოიყენონ სწორად სასუქები და პესტიციდები რათა გაზარდონ მოსავალი. გაყიდვების გაზრდის მიზნით, კომპანია ეხმარება ფერმერება გრანტების მოძიებაში და ბანკთან ურთიერთობაში.
ტრანსპორტი
შესაძლებლობები:
● საკვები პროდუქტების ტრანსპორტირების ეფექტურობის გაზრდისა და ეკოლოგიური ზეგავლენების შემცირების მიზნით, ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას;
● მძიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის დაბალი წნევის საბურავების გამოყენების ფართოდ დანერგვა, ნიადაგის სიმსუბუქის მიზნით და, შესაბამისად, სასოფლო- სამეურნეო კულტურების მოსავლის შესანარჩუნებლად.
● მიწოდების ჯაჭვებში ფერმერებისთვის რჩევენის მიცემა თუ როგორ იყვნენ უფრო პროდუქტიულები და მდგრადები.
მაგალითი:
Michelin არის საბურავების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია, რომელმაც სპეციალირად აგრობიზნესში გამოსაყენებლი ტექნიკისთვის შექმნა დაბალ წნევიანი საბურავი. აღნიშნული საბურავი ნაკლებ ზეწოლას ახდენს მიწაზე და კვლევების მიხედვით ეს ზრდის მიწის მოსავლიანობას.
წყარო: SDG Industry Matrix
კომენტარის დატოვება